LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მფრინავი ჰიუნდაი

7
hyundai

გზაზე სიარულში გაწაფული ჰიუნდაი აფრენას აპირებს და 2030 წლისთვის მფრინავი ტაქსის გამოშვებას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უკვე არაერთი მფრინავი მანქანა გვხვდება, არცერთ მსხვილ ავტომწარმოებელს დაუნერგავს საჰაერო „არტილერია“

კონცეფცია ეფუძნება „შვეულმფრენის“ პრინციპს, იმ განსხვავებით, რომ ფრენასან ერთად ისინი ქუჩაში გადაადგილებასაც შეითავსებენ.

სამხრეთ კორეულმა ავტომწარმოებელმა აღნიშნული კონცეფცია, S-A1 2020 წლის დასაწყისში შეიმუშავა. პროექტზე მუშაობა წარმატებულად მიდის და კომპანია პირველ კომერციულ ფრენას 2028 წელს განახორციელებს.

გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში კომპანიის ევროპული ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი, აცხადებს, რომ ამ მფრინავ მანქანას გარკვეული დრო სჭირდება მიწიდან ასაფრენად.

ვფიქრობთ, რომ ათწლეულის ბოლოს, ურბანული საჰაერო  მობილურობა ქალაქების გადატვირთულ მოძრაობას საგრძნობლად შეამსუბუქებს, ეს პროცესი დადებითად იმოქმედებს ემისიაზეც. პროცესი შეუქცევადი იქნება და მოიცავს, როგორც შიდასაქალაქო ასევე საქალაქთაშორისო ფრენასაც.

Hyundai-მ ნოემბერში ახალი კომპანია Supernal შექმნა. მათი განმარტებით ახალი კომპანია ურბანული საჰაერო მობილურობის განვითარებას და S-A1 კონცეფციის ბაზარზე გამოტანას უზრუნველყოფს.

VTOL თვითმფრინავი 300-600 მეტრის სიმაღლეზე 290 კმ/სთ სიჩქარეს უზრუნველყოფს და მისი კვების წყარო ელექტროენერგია იქნება.

როგორც ჩანს, კომპანიის გეგმები საკმაოდ სერიოზულია. ამ ტემპით და შემართებით ისინი ნამდვილად „გაფრინდებიან“…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები