LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაყვალი – უცნობი სამკურნალო-სასარგებლო თვისებებით

25
მაყვალი

მცენარეებს, საკვების სახით, ყოველდღიურად ვიყენებთ, თუმცა ცოტა რამ თუ ვიცით, რომ ზოგიერთ მათგანში დიდი რაოდენობით მოიპოვება ნივთიერებები ფართო სპექტრით, რომლებიც გამაჯანსაღებელ, მატონიზირებელ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, აღადგენს ფიზიოლოგიურ წონასწორობასა და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

მაყვლის 200-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.საქართველოში 37 სახეობა გვხვდება. მაყვლის ღერო და ფოთლები მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ნაყოფი მდიდარია შაქრებით, ორგანული მჟავებით, C ვიტამინითა და კაროტინით. მაყვალს იყენებენ ნედლად, აკეთებენ მურაბას, ჯემს და სხვა ნაწარმს. გარდა ამისა, მაყვლის ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო, მის ექსტრაქტზე ხშირად, მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის ამზადებენ სახის საცხებს, ეფექტურად გამოიყენება სახის კანის პილინგის პროცედურისთვის, რის შედეგადაც სახის კანის იდეალური გაწმენდა და მისთვის ნათელი ფერის დაბრუნება არის შესაძლებელი. მათ, ვისაც ცხიმიანი სახის კანი აქვთ, შეუძლიათ მაყვლის ნიღაბი გაიკეთონ.


ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო, მას ძალიან ხშირად შეხვდებით სახის კანის მოვლის ასაკობრივ ხაზებში. თუმცა, თუ მაყვალს ამავე დანიშნულებით ცოცხლად მოიხმართ და მიირთმევთ, მაშინ თავისუფალი რადიკალების გამოდევნის გარდა, თქვენ ასევე შეძლებთ სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას და ათეროსკლეროზის რისკის შემცირებას. მაყვლის ფოთლებისგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. ნედლი ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში მიიჩნევა გამმაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად კომპლექსური ნევროზების დროს. მშრალი კენკრას ნაყოფი, ნაყენი და ნახარში ავადმყოფებს უკლავს წყურვილს, ხასიათდება სიცხის დამწევი თვისებებით, ამიტომ მათ იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, პნევმონიის დროს.

მაყვალი აქტიური შარდმდენი და ოფლმდენი საშუალებაა. გადამწიფებული ნაყოფი იწვევს სუსტ საფაღარათო მოქმედებას, დასამწიფებელი კენკრა შეიძლება მიღებულ იქნას როგორც მოსამაგრებელი საშუალება. მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო, მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლდენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში. მაყვალს იყენებენ ნედლად. მისგან აკეთებენ მურაბას, ჯემს. თუ ჩვენს რაციონში იმ ნივთიერებით მდიდარ საკვებს შევიტანთ, რომელიც ჩვენი დაავადებისთვის არის აუცილებელი, შესაძლოა ქიმიური პრეპარატების გვერდის ავლით მოვახერხოთ სასურველ შედეგამდე მიღწევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები