LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტოპათია, ქალბატონებო ყურადღებით! – ადრენალინი

9
4f3f5a288e3d8cf6765fe0b31d9caaf1

მასტოპათია ძალიან ფართო მცნებაა. ეს არის ჰორმონალური დისბალანსის გამოხატულება მკერდში, მთლიანად ქალის ორგანიზმში, რომელიც გამოხატულია გამონადენით, შეშუპებით, ტკივილის მომატებით. ზოგჯერ ოსტეოქონდროზის ტკივილი გადმოიცემა ძუძუში და საერთოდ არ არის მასტოპათია. აქვე აღსანიშნავია, რომ ეპილაცია პრობლემას ნაკლებად ქმნის. რაც შეეხება სოლარიუმს და რუჯს, აქ ზომიერებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

როდესაც ორგანიზმში პროცესი მიდის, მზის ზედმეტი გამოსხივება და ულტრაიისფერი სხივები არ ვარგა, რადგან პროცესს აჩქარებს.

მასტოპათია ზოგადად მენსტრუაციის მქონე ქალების დაავადებაა. 30-40 წლის ასაკიდან ქალმა უკვე ზრუნვა უნდა დაიწყოს, რომ არ გაეპაროს ავთვისებიანი სიმსივნე. მითუმეტეს 30 წლის შემდეგ დაორსულების შემთხვევაში უფრო მეტი რისკია.

მასტოპათიის ერთ-ერთი პრევენცია არის ძუძუთი სწორი კვება. ძალიან მნიშვნელოვანია როდის იწყებს ძუძუ მუშაობას. ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უფრო უკეთესია ძუძუსთვისაც და ქალისთვისაც.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ დატვირთვას, ასაკს, წონას, აბორტების სიმრავლეს, დიაბეტს. ამ ყველაფრის შეჯამების შემდეგ წყდება ოპერაციული ჩარევის ალბათობა.

აუცილებელია ქალმა დაიცვას სწორი ცხოვრების წესი. სწორი ძილი, სწორი სქესობრივი ცხოვრება, ვარჯიში, არა აბორტი და თუ ამას შეასრულებს სიმსივნის გაჩენის უფრო ნაკლები რისკი იქნება. პირველ რიგში საჭიროა ძალიან კარგი ენდოკრინოლოგ-მამოლოგი, რათა ადამიანმა ჰორმონალური დისბალანსი მოიწესრიგოს. მხოლოდ მამოლოგი ამას რეალურად ვერ მოახერხებს, თუ ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა არ არის. ანუ ამ ყველაფერს სჭირდება კომპლექსური გამოკვლევა.

მასტოპათიის მკურნალობა ძალიან კომპლექსურია. საჭიროა სწორი ცხოვრების წესი, გინეკოლოგიური პათოლოგიების არქონა, ექიმთან ვიზიტი, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმის შესახებ რაც გაწუხებთ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები