LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტო ყოფნის დადებითი მხარეები – გადაცემა ,,ადრენალინი”

17
ec553ccd49384a34507f2d053d2c6554

თუ, მარტო ყოფნა გიყვართ, მაშინ თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ, რადგან ხართ კარგი მსმენელები – მარტო ყოფნა გაძლევთ ფიქრის შესაძლებლობას და დროს. ყალიბდებით კარგ მსმენელებად და სხვების მოსმენით სიამოვნებასაც კი იღებთ.

ხართ დამოუკიდებლები – როდესაც დროს მარტო ატარებთ, ეყრდნობით მთლიანად საკუთარ თავს, დამოკიდებული ხართ მხოლოდ საკუთარ თავზე. ენდობით თქვენს გადაწყვეტილებებს და ეს უფრო ძლიერ პიროვნებად გაყალიბებთ.

ხართ ყურადღებიანები და დეტალებზე ორიენტირებულები მარტივად ამჩნევთ განსხვავებულს, დეტალებს.

ხართ კარგი მკვლევარები – მარტო ყოფნა გაძლევთ საშუალებას შეისწავლოთ და შეიცნოთ ბევრი რამ. კარგი მკვლევარისთვის მარტო ყოფნა აუცილებელიც კი არის.
იცით საკუთარი გრძნობების შესახებ, კარგად იცნობთ საკუთარ თავს – რა თქმა უნდა იცი უარყოფითი, ნეგატიური ფიქრების შესახებაც და მარტო ყოფნა გაძლევს საშუალებას, რომ აკონტროლო ისინი.

არ ხართ მოსაწყენები – ხართ საინტერესო თანამოსაუბრეები და არ ხართ ყალბი ადამიანები. არ გიყვართ ჭორაობა. გსიამოვნებთ მხოლოდ ერთ, ან ორ ნამდვილ მეგობართან ერთად ყოფნა.

მარტო ყოფნისას თქვენი გრაფიკი და თქვენი გონება თავისუფალია, ამიტომ გაქვთ მეტი დრო რათა იფიქროთ საკუთარ თავზე, რისი გაკეთება გსურთ, ვინ გსურთ რომ იყოთ და ა.შ

მეტი შესაძლებლობა გაქვთ შეხვდეთ ადამიანებს.

არ გიწევს არგუმენტების მოძებნა რაღაცის ასახსნელად. რა თქმა უნდა ურთიერთობა კარგია, მაგრამ ამავე დროს ძალიან დამღლელი.

სამყაროს უფრო მეტად შეცნობას შეძლებ, როდესაც შენ მარტო ხარ. უფრო მეტი დრო გაქვს აღმოაჩინო მსოფლიო და შენში ახალი ჰობიც, მაგალითად როგორიცაა ფოტოგრაფობა, საინტერესო ადგილების დათვალიერება და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები