LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცთა აბსოლუტურად განსხვავებული 12 ფსიქოტიპი – „ასტრომაგია“

9
bzekalava_1

30 აპრილს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“,  რომელიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მიეძღვნა, სოფია ბზეკალავამ მამაკაცების პროფესიულ ამბიციებსა და პირად ურთიერთობებში მათ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ზოდიაქოს ნიშნების გათვალისწინებით, არსებობს მამაკაცთა აბსოლუტურად განსხვავებული 12 ფსიქოტიპი, ნაწილს სერიოზული პროფესიული ამბიციები აქვს, ნაწილი კი, ნაკლებად ზრუნავს კარიერაზე, ისე როგორც ზოგი კარგი მეოჯახე და ერთგული მეუღლეა, ზოგი კი, ნაკლებად სანდო და საიმედო პარტნიორი.

ვერძი – მებრძოლ ვერძებს შორის ნაკლებად არიან უიღბლო, ვერ შემდგარი მამაკაცები, რადგან არასდროს კმაყოფილდებიან მიღწეულით და მუდმივად პროგრესირებენ, არ უყვართ სხვისი გაკვალული გზით სიარული და ყოველთვის იმ საქმეს ეძებენ, სადაც პირველაღმომჩენები იქნებიან. ბუნებით ლიდერ ვერძს ვერ წარმოუდგენია სხვისი მითითებების შესრულება, ამოტომ, ადრე თუ გვიან აუცილებლად საკუთარ საქმეს იწყებს, გამონაკლისს მხოლოდ ძალოვანი, სამხედრო სტრუქტურები და გუნდური სპორტი წარმოადგენს, რადგან  აქტიური ვერძი სპორტსმენიც საუკეთესოა, სიამოვნებით ებმება კონკურენციაში და წარმატებასაც მარტივად აღწევს, მარცხს კი, ნაკლებად განიცდის, რადგან სწრაფად პოულობს ახალ მიზანს. მართალია, ცოტა ინფანტილურია და უყვარს ოცნება, მაგრამ ყოველთვის აღწევს სასურველ შედეგს, ამიტომ არ ღირს მისი ენთუზიაზმის, გრანდიოზული გეგმების დაცინვა ან გაქილიკება.  ვერძის პარტნიორი აუცილებლად საინტერესო, აქტიური და მასავით ოპტიმიტი უნდა იყოს, რომელიც მის ნებისმიერ წამოწყებას აჰყვება. განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობს თავს ვერძთან და ტყუპებთან, მერწყულთან, ლომთან და მშვილდოსანთან, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშანით დაბადებული ქალბატონები ყოველთვის ამბიციურები და მომთხოვნები, აქტიურები და ენერგიულები არიან. თუმცა, არ ღირს ზედმეტი ინიციატივის გამოჩენა, რადგან მამაკაც ვერძს არ მოსწონს, როცა ქალი ლიდერობაში ეცილება და ზღუდავს მის თავისუფლებას.

კურო – ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ზოდიაქოს ნიშანი, იდეალური მეუღლე და მზუნველი მამაა, რადგან კომფორტული და სტაბილურ გარემოს შექმნით, ნებისმიერ ქალს ნამდვილ ქალბატონად აგრძნობინებს თავს, რადგან ზუსტად იცის როგორ ასიამოვნოს და გაანებივროს  ძვირფასი საჩუქრებით. მართალია, მეტწილად სიმპათიური და ფიზიკურად ძლიერი კურო ყოველთვის მამაკაცურად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მგრძნობიარე და ემოციურად სუსტია, ნებისმიერი ტკივილის ეშინია და მარცხსაც საშინლად განიცდის, დიდხანს ეჩვევა პარტნიორს და ძალიან უჭირს გადაწყვეტი ნაბიჯის გადადგმა, თუმცა შეყვარებული, საოცრად რომანტიკულია, არაფერს იშურებს საყვარელი ქალისთვის და არც სისულელეების კეთებას ერიდება. სხვათაშორის, კურო ცოტა რეტროგრადი ანუ ძველმოდურია, რადგან ძალიან მოსწონს ძველი ტრადიციები და ძველებური ნივთები, თუმცა, არ ღირს მისი დაცინვა, რადგან ძალიან განაწყენდება.

ტყუპები – ნაკლებად ამბიციურ ტყუპებს, არასდროს ხიბლავთ ძალაუფლება ან სხვათა ხელმძღვანელობა, რადგან მდიდარი ინტერესების სფერო აქვთ და უჭირთ ერთ საქმეზე კონცენტრირება. პროფესიად ყველთვის იმ სფეროს ირჩევენ, სადაც მოვლენების ეპიცენტრშია და ინფორმაციასთან ერთად ცოდნასაც ღებულობს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ტყუპებს შორის  მრავლად არიან იურისტები, ჟურნალისტები და პედაგოგები. სხვათაშორის, ზოდიაქოს ეს ნიშანი არასდროს ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ფინანსებს და არ  ცდილობს ქონების მოხვეჭას, რადგან მისთვის მთვარი – საინტერესო სამუშაო. მართალია, ტყუპების თვითმიზანი არასდროსაა ოჯახის შექმნა, რადგან თვითონ ორსახოვანი, არასდროს იწყენს და მარტოც კარგად ერთობა, მაგრამ თუ გადაწყვიტა დაქორწინინება პარტნიორად აუცილებლად მსუბუქ, ნაკლებად აგრესიული ქალს აირჩევს, რომელიც კარგი მეგობარი და თანამოზარე იქნება, არასდროს მოუწყობს სკანდალებს და ყოველთვის მოძებნის მასთან საუბრის თემას.

კირჩხიბი – მთვარის მიერ მართულ კირჩხიბს, რომელიც მეტწილად ქალების გარემოცვაში იზრდება, კარგად ესმის ქალების და ძალიან მოსწონეს მათი კომპანია. ყოველთვის ამაყობს მეუღლით და ქალიშვილებით, რომლებიც სითამამეს და მოტივაციას მატებენ. კირჩხიბი ის ზოდიაქოს ნიშანია, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტნიორი, რომელზეც მთელი გულით იზრუნებს და მისგანაც იგივეს მიიღებს, რადგან სწორედ ერთგული მეორე ნახევრის წყალობით აღწევს წარმატებას, მისთვის აუცილებელია იცოდეს, რომ მეუღლეს სჯერა მისი და სწორედ მასში ხედავს მთავარ საყრდენს. თუ დაქორწინებული კირჩხიბი სასმელს ეტანება, ე.ი. ფსიქოლოგიურადაა დათრგუნულია, ვერ გრძნობს მეუღლის ნდობას და სწორედ ასე ცდლობს წყენის დაძლევას. სხვათაშორის, კირჩხიბი ძალიან კარგი მამაა და ხშირად დედაზე უკეთ ზრდის შვილებს, განსაკუთრებით გოგონების განებივრება უყვარს, რომელთაც ყოველთვის კარგად იციან საკუთარი თავის ფასი.

ლომი – ამაყ და ამბიციურ, დიდსულოვან და ხელგაშლილ ლომს ყველა ის თვისება აქვს, რაც იდეალურ მამაკაცს უნდა ჰქონდეს. მეფური ნიშანი გულით იმართება, საოცრად გულწრფელია, ყველაფერს გულიანად აკეთებს და სიყვარულთან ერთად სიძულვვილიც მთელი გულით შეუძლია, ამიტომ არ ღირს მისი სიკეთის ბოროტად გამოყენება. საოცრად კეთილ ლომს ძალიან უყვარს სხვათა მფარველობა და მაშინაც არ ამბობს უარს დახმარებაზე, როცა თვითონაც მძიმე მდგომარეობაშია, რადგან არასდროს წუწუნებს და არ უყვარს თავის შეცოდება, პირიქით, მორალურად საოცრად ძლიერი არასდროს არავის აჩვენებს საკუთარ ტკივილს. თანდაყოლილი ამბიციების პატრონი ლომისთვის აბსოლუტურად ბუნებრივია ბრწყინვა და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პატივისცემა, ძალაუფლება და ძლიერი ავტორიტეტი, რადგან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ იმიჯსა და გარშემომყოფთა აზრს მის პერსონაზე. ლომის პარტნიორი აუცილებლად ყურადღებიანი ქალბატონი უნდა იყოს, რომელიც ყოველთვის აგრძნობინებს თავს ნამდვილ მეფედ, ხშირად შეახსენებს, რომ ერთადერთი და საუკეთესოა მის ცხოვრებაში, რადგან, მართალია, ლომი ძალიან კარგი მამაა, უყვარს ბავშვები და მათგანაც იგივეს იმახურებს, მაგრამ თუ ყურადღება და მზრუნველობა მოაკლდა, საკუთარ შვილებზეც იეჭვიანებს.

ქალწული – რაციონალური და პრაგმატული, პერფექციონისტი და საოცრად ფრთხილი ქალწული, მხოლოდ გონებით საზღვრავს და  ისე ძალიან ეშინია შეცდომის დაშვების,  რომ მარცხის მცირე ალბათობის შემთხვევაშიც უარს ამბობს მოქმედებაზე. თუმცა, თუ გარისკა, მისი შეჩერება შეუძლებელია. იგივე პრინციპით ხელმძღვანელობს პირად ურთიერთობაშიც – მართალია, რთულად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ გაბედა საოცრად მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლეა, რომელიც თავსაც გაწირავს საყვარელი ქალისთვის, ყოველთვის ძალიან ბევრს გასცემს, იმდენივეს მოითხოვს და თუ ვერ მიიღო სინანულის გარეშე დანგრევს ოჯახს, რადგან მისთვის წარმოუდგენელია არასრულყოფილ გარემოში ცხოვრება. სხვათაშორის, ქალწულებს შორის ყველაზე მეტი ბერბიჭა და განქორწინებულია, რადგან გულდასმით ეძიება იმ წვრილმანებს, რომელთაც სხვა საერთოდ ვერ ამჩნევს და ყოველთვის უამრავ მიზეზს პოულობს ქორწინებაზე უარის სათქმელად. მართალია, ქალწული მეტწილად მატერიალურად უზრუნველყოფილია, მაგრამ ვერც ხელგაშლილობით დაიკვეხნის და არც ქალი მოსწონს, რომელიც მის ფულს ფლანგავს.

სასწორი – საოცრად პრეტენზიულ და ჯიუტ, მერყევ და გაუბედავ სასწორს ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მას არა პასუხისმგებლობა და ოჯახური ვალდებულებები, არამედ მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა დაკარგვა აშინებს, რადგან ფლირტის მოყვარული, ყოველთვის ქალბატობნების სიმპათიით სარგებლობს, უამრავი მეგობარი ქალი ჰყავს და ფანტასტიკურად გრძნობს თავს მათ კომპანიაში, ამიტომ ინიციატივასაც ყოველთვის მათ უთმობს, მაქსიმალურად გაურბის კონფლიქტებს, ურთიერთობის გარჩევას კი, მცირე პაუზის აღებას და სახიფათო ზონას გარიდებას ამჯობინებს. სხვათაშორის, თანდაყოლილი გემოვნების წყალობით სასწორი საუკეთესო კომპანიონია შოპინგის დროს, რადგან იდეალურად გამოსდის ნებისმიერი ნივთის შერჩევა.

მორიელი – შეუდარებელი მანიპულატორი მორიელი ყოველთვის თავისუფლად იზიდავს ქალბატონებს, მთავარ იარაღად კი, დაჟინებულ მზერას იყენებს, რომელიც ჰიპნოზივით მოქმედებს სუსტი სქესის წარმომადგენლებზე. თუმცა, საოცრად “შხამიანი” ანუ ცინიკურიც შეუძლია იყოს, როცა გულდასმით იკვლევს პარტნიორის სისუსტეებს და მერე კი, ყველაზე მტკივნეულ ადგილას ურტყამს. არ მოსწონს  ზედაპირული, თავქარიანი ქალები და ყოველთვის ძლიერი, ჭკვიანი და კარგი ინტუიციის მქონე, მებრძოლი და დაუმორჩილებელი ქალბატონებით იხიბლება, რომელთაც ცხოვრების მდიდარი გამოცდილება აქვთ, პარტნიორის გაკვირვება და ღირსეული წინააღმდეგობას გაწევა შეუძლია. მართალია, შეფარულად მაგრამ მორიელი ყოველთვის მკაცრად აკონტროლებს პარტნიორს, რომელიც ვერაფერს ხვდება, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ პროფესიასაც შესაბამისს ირჩევს და თვალთვალის მოყვარული ყოველთვის წარმატებას აღწევს გამოძიების სფეროში.

მშვილდოსანი – ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი კარიერასაც წარმატებულს იკეთებს და საზოგადოებაშიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მართალია, მშვილდოსანს ნაკლებად ხიბლავს ქორწინება, მაგრამ ერთხელ თუ გაბედა, არც მრავალგზის დაქორწინებას მოერიდება, რადგან საოცარი იდეალისტია, ყოველი ახალი პარტნიორი თავდავიწყებით უყვარდება და დარწმუნებულია, რომ მთელი ცხოვრება ეყვარება, თუმცა მალე უცრუვდება იმედი, სინანულის გარეშე შორდება და სწრაფად იწყებს ახლის ძებნას. საუკეთესო პარტნიორი მშვილდოსნისთვის მსუბუქი ქალბატონია, რომელიც კარგი მეგობარი იქნება და არასდროს იეჭვიანებს, მასავით ეყვარება მოგზაურობა და არ ეცდება ოჯახური მოვალეობების თავსმოხვევას, რადგან რუტინა მშვილდოსნისთვის ყოველთვის მიუღებელია.

თხის რქა – ამბიციურ და კარიერისტ თხის რქას აუცილებლად საიმედო პარტნიორი სჭირდება, რომელიც ზურგსაც გაუმაგრებს და საუკეთესო ფონსაც შეუქმნის, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯი და საზოგადოებრივი აზრი. სხვათაშორის, თხის რქა ერთ-ერთი ყველაზე პატრიარქალური ნიშანია, რომელიც არავის უთმობს ლიდერობას ოჯახში და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასაც ერთპიროვნულად იღებს, მეუღლესგან კი, აუცილებლად მხარდაჭერას მოითხოვს. მართალია, საოცრად ერთგული პარტნიორია და ძალიან უყვარს ოჯახი, მაგრამ კარიერა მაინც პრიორიტეტულია მისთვის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ხშირად ინიშნება საპასუხისმგებლო პოტებსა და მნიშვნელოვან თანამდებობებზე.

მერწყული – უამრავი მეგობრის პატრონი მერწყული, მეუღლის გარეშეც შესანიშნავად გრძნობს თავს და ყოველთვის გაურბის ქორწინებას, რადგან ძალიან არ უყვარს ოჯახური მოვალეობები, კლიშეები და ტრადიციები, მისთვის ბევრად მისაღებია სამოქალაქო ქორწინება, როცა არც მას ზღუდავენ და არც თვითონ ზღუდავს არავის. ნაკლებად კარიერისტ და მატერიალისტ მერწყულს, არასდროს აქვს პროფესიული ამბიციები, მისთვის საინტერესო საქმის მოძიება უფრო მნიშვნელოვანია და თუ თავს კომფორტულად გრძნობს, ნამდვილად არ ეცდება მეტის მიღწევას. მართალია, არასდროს უჩივის ფინანსების სიმცირეს, მაგრამ მისი წარმატება ან განსაკუთრებული იღბლიანობის ან სარფიანად გაყუდული ნოვატირული იდეის შედეგია, რომლითაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით სარგებლობს.

თევზები – მართალია, საკმაოდ რთული ხასიათის თევზებს, იდეალურად ესმით ქალების,  აუცილებლად კარგი და მზრუნველი მეუღლეები არიან, მოთმინებით იტანენ პარტნიორის ყველა სისუსტეს და იმ შეცდომებსაც პატიობენ, რომელთაც სხვა საერთოდ არ მოითმენდა, მაგრამ ნაკლებად მომთხოვნები არიან, აბსოლუტურად არ აქვთ პროფესიული ამბიციები და იმითაც კმაყოფილდებიან, რაც გააჩნიათ. პარტნიორად მეტწილად რაციონალურ, პრაქტიკულ ქალბატონებს ირჩევენ და არასდროს ზღუდავენ მის კარიერიერულ მისწრაფებებს, მთავარია თვითონ არ შეექმნათ დისკომფორტი. საოცრად კეთილი და ქველმოქმედი თევზები, რომელთაც არც დროის შეგრძნება აქვთ და ნივთებსაც ხშირად კარგავენ, ფინანსებსაც ქაოტურად განკარგავენ, წარმატებას კი, მხოლოდ ძლიერი პარტნიორის წყალობით აღწვენ, რომელიც იმიჯთან ერთად, მათ კარიერაზეც აქტიურად მუშაობს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები