LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისის თვეში ორი დაბნელებაა მოსალოდნელი, „დაბნელების დერეფანში” მოგვიწევს გავლა – სოფია ბზეკალავა

6
sofia-bzekalava

25 ივნისს საავტორო გადაცემაში “ასტრომაგიასოფია ბზეკალავამ ივლისის თვის პროგნოზი გააკეთა, დეტალურად განიხილა დაბნელების ფენომენი და მისი თანხმლები, მეტად მნიშვნელოვანი მოვლენები.

რას ნიშნავს დაბნენელება 

ივლისის თვეში ორი დაბნელებაა მოსალოდნელი, ანუ როგორც ასტროლოგები უწოდებენ, “დაბნელების დერეფანში” მოგვიწევს გავლა. 2 ივლისს მზის სრული დაბნელება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, 17 ივლისს კი, მთვარე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში დაბნელდება. აღსანიშნავია, რომ დაბნელება ყოველთვის ანტაგონისტურ ნიშნებში ხდება და სწორედ მათ მახასითებელ თვისებებს ააქტიურებს ანუ ივლისში კირჩხიბისთვის დამახასიათებელი პატრიოტიზმი, ოჯახზე ზრუნვა და თხის რქისთვის ჩვეული პასუხისმგებლობა, დისციპლინა, კანონმორჩილება და რაციონალურად აზროვნება იქნება აქტუალური, თუმცა არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ მთლიანად ქვეყანას მოუწევს რთულ სიტუაციაში ლავირება, ემოციურობას და რაციონალიზმს, ინფანტილურობასა და გააზრებულ, ზრდასრულ გადაწყვეტილებებს შორის ბალანსირება.

მართალია, ძალიან მძიმე თვე გველის, მით უფრო, რომ სიტყვა “დაბნელება” ყოველთვის პანიკას იწვევს ადამიანებში, მაგრამ მაინც არ ღირს შეშინება, რადგან სინამდვილეში დაბნელება მხოლოდ გარკვეული მოვლენების კულმინაციაა, როცა პროცესთა განვითარება თავის პიკს აღწევს, თუმცა ყოველთვის ხმაურიანია და აუცილებლად აჟიოტაჟს იწვევს.

ზოგადად, დაბნელება ერთნაირად მოქმედებს როგორც პოლიტიკურ მოვლენებზე, ისე  ადამიანთა ცხოვრებაზე, თუმცა მისი შედეგების განსაზღვრა მხოლოდ პირადი ჰოროსკოპით შეიძლება, რადგან ყველაფერი ინდივიდუალურია და დაბნელებაც ზოგჯერ დადებითად, ზოგჯერ ნეგატიურად გამოიხატება. ხაზგასასმელია, რომ დაბნელება არასდროს გულისხმობს კომფლიქტებს და დაპირისპირებას, აგრესიას და ძალადობას, უბრალოდ დიდი ხნის მანძილზე მიმდინარე მოვლენები, სერიოზული გარდატეხის წყალობით ღებულობს საბოლოო სახეს, რასაც აუცილებლად ახალი ეტაპის დაწყება მოჰყვება.

ასე რომ, ვისაც ცხოვრების რადიკალურად შეცვლა სურს და ზუსტად იცის რა უნდა, სწორედ ახლა უნდა მოიკრიბოს ძალა. გააქტიურება მოუწევთ მას, ვისაც ოჯახის შექმნა სურს ან პრობლემები აქვს ოჯახში, თუმცა, ზუსტად უნდა ჩამოაყალიბოს როგორი ურთიერთობა სჭირდება, რას ელის პარტნიორისგან და რისი გაცემა შეუძლია თვითონ. მას კი, ვისაც კარიერის გაკეთება სურს და პროფესიულ დაფასებას ეძებს, ამბიციები არ ასვენებს და საკუთარ სოციალურ სტატუსზე ზრუნავს, რეალურად უნდა გაიაზროს, რამდენად გამართლებულია მისი ამბიციები და სწორედ საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით წამოაყენოს მოთხოვნები.

ივლისის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის 

რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ყველა ნიშნინი განსხვავებულად იგრძნობს ივლისის ძლიერი ენერგეტიკის გავლენას, რადგან ყველაფერი ადამიანის განვითრებასა და მისი ზოდიაქოს სტიქიურ კუთვნილებაზეა დამოკიდებული.

მთვარის დაბნელებას ყველაზე მწვავედ წყლის სტიქიის ნიშნები – კირჩხიბი, მორიელი და თვზები გრძნობენ, რომლებიც ყოველთვის სენსიტიურობით გამოირჩევიან და ერთგვარი “რადარები” არიან, ამიტომ ნუ გაუკვირდებათ თუ უკვე გრძნობენ თავის ტკივილს, შფოთავენ და მოუსვენრობენ. დაბნელების დროს, განსაკუთრებით უმართავი ემოციური ადამიანები ხდებიან, რადგან განგაშის გრძნობა უჩნდებათ, უმიზეზოდ აგრესიული არიან და ძალიან უჭირთ გრძნობების, ემოციების გაკონტროლება. სხვათაშორის, მთვარის დაბნელება ქალბატონებისთვისაა მძიმეა, მზის კი, მამაკაცებისთვის, რადგან ასტროლოგიაში მზე მამაკაცურ ენერგეტიკას განასახიერებს, მთვარე კი – ქალისას. თუმცა, ამჯერად ძალიან უცნაური გადანაცვლების მოწმე გავხდებით, რადგან მზე ქალურ კირჩხიბში ბნელდება, მთვარე კი, პირიქით – მამაკაცურ თხის რქაში, რაც ენერგეტიკის მეტად საინტერესო გადაწყობას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ მთვარის დაბნელება ადამიანის ხასიათის ცვალებადობით, ჭირვეულობით გამოიხატება, მზის დაბნელება კი, როგორც ცალკეული ადამიანის, ისე  ქვეყნის ცხოვრებაში მოვლენების ცვლილებებს, სერიოზულ გარდატეხას განსაზღვრავს.

თუმცა, დაბნელების მომენტში მომხდარი ნეგატიური მოვლენები სულაც არ უნდა მივიღოთ სამყაროს დასასრულად, რადგან ნაირფეროვან სამყაროში, შავის გარდა, კიდევ უამრავი ჭრელი ფერია, რომელთა დანახვა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შევძლოთ. სამწუხაროდ, ადამიანის გონება პირველ რიგში უარყოფითს ეძებს და პოულობს კიდეც, რადგან პოზიტიური აზროვნების განვითარებას ბევრად მეტი შრომა და მონდომება სჭირდება.

გასათვალისწინებელია, რომ 2 ივლისს პლანეტა მარსი ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რაც ადამიანებში აგრესიას, არაჯანსაღ ამბიციებს და საკუთარი მნიშვნელოვნების ხაზგასმის მოთხოვნილებას გააძლიერებს და უფრო მეტად დაძაბავს ურთიერთობას. შავი მთვარე კი, ივლისის თვეში თევზების ზოდიაქოს ნიშანს გაივლის, იძულებული გახდებით გულდასმით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და არავის ენდობით ბრმად, რადგან რეალობა ყოველთვის ის არ აღმოჩნდება, რაც მანამდე გეგონათ. არაა გამორიცხული მოტყუვდეთ ადამიანებშიც, რომლებიც ყალბ „ნიღაბს“ გავჩვენებენ და სინამდვილეში აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები და სურვილები ექნებათ.

სხვათაშორის, ასტროლოგიაში თევზები თვალების სიმბოლოა, ამიტომ იძულებული გავხდებით თვალი გავახილოთ და ის რეალობა დავინახოთ,, რომელსაც მანამდე მოხერხებულად გავურბოდით. შესაძლოა, პროცესი ბევრისთვის მტკივნეული აღმოჩნდეს, მაგრამ სწორედ ივლისის თვეში მოუწევს გამოფხიზლება, ძველი შეხედულებების გადაფასება და სიმართლისთვის თვალის გასწორება.

რას უნდა მიაქციონ ყურადღება ზოდიაქოს ნიშნებმა 

ვერძისთვთვის ოჯახი, უძრავი ქონება, ნათესავები და პროფესიული საქმიანობა იქნება აქტუალური, ამიტომ სწორედ ოჯახურ ვალდებულებებსა და კარიერაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნოს ბალანსი. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ აპრილის ბოლო დეკადაში დაბადებულებს, რომელთაც სერიოზულ კონფლიქტებში ჩაბმა მოუწევთ და შესაძლოა ჯანმრთეობის პრობლემებიც შეექმნათ. აკონტროლეთ ემოციები და თავი შეკავეთ უკმეხი გამონათქვამებისგან, რადგან ჩვეული უტაქტობა მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ.

კუროსთვის ახლობლებთან ურთიერთობა, მგზავრობასა და მოგზაურობასთან, ცოდნის და ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები წამოიწევს წინა პლანზე. შესაძლოა, მოუხდეს რეპუტაციის დაცვა და სოციუმში საკუთარი ადგილისთვის ბრძოლა, ბევრმა კი,  რადიკალურად შეიცვალოს მსოფლმხედველობა და ცხოვრებისეული ფილოსოფია.

ტყუპებისთვის ფინანსური საკითხები – ძველი ვალების და კრედიტის დაფარვა, უძრავ ქონებაზე დავა, ყიდვა და გაყიდვა იქნება პრიორიტეტული, თუმცა არაა საწირო აუცილებელი ნეგატიური შედეგის ლოდინი, რადგან თავისუფლად შეიძლება პრობლემა დადებითადაც გადაწყდეს.

კირჩხიბისთვის მეტად მნიშვნელოვანი თვეა, რადგან პარტნიორული (არა მხოლოდ სასიყვარულო ან საქმიანი, არამედ მტრებთან და კონკურენტებთან) ურთიერთობა და პიროვნული იმიჯის შენარჩუნება იქნება აქტუალური. თუ სასამართლო პროცესში ხართ ჩართული, მაშინ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, სრული მობილიზაცია და ნებისმიერი გადაწყვეტილების, გონივრულად, რაციონალურად მიღება გმართებთ.

ლომმა განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას უნდა მიაქციოს და აუცილებლად გაიაროს პროფილაქტიკური გამოკვლევა. არანაკლებ აქტუალური იქნება ქვეშევრდომებთან ურთიერთობის და ფარული მტრების დროულად ამოცნობის თემა, რომლებიც ღიად ვერ გიპირისპირდებიან, თუმცა ზურგს უკან სერიოზულ ინტრიგებს ხლართავენ და არაა გამორიცხული, სწორედ ახლა გააქტიურდნენ. ნუ შეშინდებით, მთავარია, სწრაფად შეაფასოთ სიტუაცია და ნებისმიერი გადაწყვეტილება ემოციების გარეშე მიიღოთ.

ქალწულისთვის მეგობრები და სასიყვარულო ურთიერთობა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. თამამად შეგიძლიათ წამოიწყოთ ახალი საქმე ან ახალი ჰობი გაიჩინოთ, რაც პოპულარობასაც მოგიტანთ და უამრავ მეგობარს, თანამოაზრეს შეგძენთ. არაა გამორიცხული პირადი ცხოვრების შეცვლა მოისურვოთ, უარი თქვათ ძველ ურთიერთობაზე და ახალ რომანტიკულ თავგადასავალში ჩაებათ.

სასწორისთვის პროფესია და ოჯახი იქნება პრიორიტეტული. განსაკუთრებული სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა მართებთ ოქტომბრის მეორე დეკადაში დაბადებულ სასწორებს, რადგან სწორედ ივლისის თვეში მოუწევთ უამრავი საშინაო და სამსახურეობრივი პრობლემის მოგვარება, თუმცა აუცილებლად ბალანსის დაცვით.

მორიელი ავტორიტეტს, პროფესიულ რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს, აქტუალური იქნება ცოდნის შეძენა და გაღრმავება.

მშვილდოსნისთვის ფინანსური საკითხები იქნება პრიორიტეტული, ამიტომ სიფრთხილე და ყურადღება მართებთ როგორც საკუთარი, ისე სხავთა დანაზოგის მიმართ. ზუსტად უნდა განსაზღვროთ საკუთარი შესაძლებლობები, გაისტუმროთ ვალები და კრედიტები, ნუ ეცდებით პრობლემებისგან გაქცევას, რადგან პასუხისმგებლობას მაინც ვერ დააღწევთ თავს.

თხის რქამ საკუთარ იმიჯზე უნდა იზრუნოს და მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან პარტნიორებს.  არაა გამორიცხული მოგიწიოთ პირადი ურთიერთობის გადაფასება ან ეჭვი შეიტანოთ უკვე არსებულ თანამშრომლობაში. თუ ხვდებით, რომ ამოწურეთ საკუთარი თავი,, მაშინ მართლაც დროა გადადგათ გადამწყვეტი ნაბიჯი.

მერწყული საკუთარი ჯანმრთელობით უნდა დაინტერესდეს და მიაქციოს ყურადღება  ფარულ მტრებს, იძულებული გახდება ობიექტურად შეაფასოს გარშემომყოფები და შესაძლოა მათშიც მტრები აღმოაჩინოს, ვისაც მანამდე მეგობრად თვლიდა.

თევზებისთვის სასიყვარულო ურთიერთობა, მეგობრები და კოლექტივი გახდება პრიორიტეტული. შავი მთვარე კი, რომელიც მის ზოდიაქოს ნიშანს გადის, განსაკუთრებულ სიფრთხილეს, ემოციების მაქსიმალურ კონტროლს და ნებისმიერი გადაწყვეტილების გონივრულად მიღებას მოსთხოვს. ნუ აჰყვებით, შიშებს და კომპლექსებს, რადგან ასე მხოლოდ ქაოსს გააღრმავებთ საკუთარ თავში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები