LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოგურტი – უნივერსალური პროდუქტი

14
b178dc6685c7a1b96586dbd95493fd67

ლამაზად შეფუთული იოგურტი დღეს, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება. იგი დიეტური და ადვილად ასათვისებელი პროდუქტია. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინების მთელი წყება და ისეთი ბაქტერიები, რომლებიც ნაწლავებში ლპობის პროცესს აფერხებს და ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება. სწორი ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის ანთებას, ტუბერკულოზსა და ბავშვებში ასთმას, სწორედ იოგურტით მკურნალობენ.

იოგურტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, რაც მეცნიერულმა კვლევამ განაპირობა. კვლევების დროს ხანდაზმული ხალხის კვების რაციონი შეისწავლეს და ბულგარელი გლეხების მაგალითზე, რომლებიც დიდი რაოდენობით იოგურტს მიირთმევდნენ დაასკვნეს, რომ სწორედ ამ იშვიათი პროდუქტის გამო ისინი ღრმა სიბერემდე ცოცხლობენ. მეცნიერების მტკიცებით, ეს რძე-მჟავა ბაქტერიების დამსახურებაა, რომლებიც ნაწლავებიდან ლპობის ბაქტერიებს განდევნიან. მისი სასარგებლო თვისებები შემდგომი მრავალი გამოკვლევების შედეგადაც დადასტურდა. დღეს, ვისაც, ანტიბიოტიკების მიღების გამო ნაწლავების მიკროფლორა აქვს დაზიანებული, ექიმები მის აღსადგენად იოგურტის მიღებას ურჩევენ. იოგურტის არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები განპირობებულია მასში შემავალი ჩხირებით და სტრეპტოკოკებით. სწორედ მათ მიაწერენ იმ საუკეთესო გავლენას, რასაც იოგურტი ადამიანის ორგანიზმზე ახდენს.

იოგურტს კოსმეტოლოგებიც ფართოდ იყენებენ. იგი სახის კანის იდეალური გამწმენდი საშუალებაა. მასში შემავალი რძე-მჟავა ბაქტერიები კანს გლუვსა და სუფთას ხდის. მშრალი კანისთვის განსაკუთრებით მისწრებაა ლიმონთან შერეული იოგურტი., რომელიც კანს ატენიანებს. იოგურტი თმის შესანიშნავი კონდენციონერიცაა – არბილებს, აძლიერებს და ჯანსაღს ხდის მას, ასევე აცილებს ქერტლს. გაგიკვირდებათ და იგი უძილობის წამალიცაა. პაციენტებს, რომლებსაც უძილობა აწუხებთ, ძილის წინ შუბლზე შეუზელენ და იოგურტიც არ აყოვნებს და მაშინვე ძილს გვრის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები