LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიუნდაი მორიგ წარმატებას აღწევს: სამხრეთ კორეული ავტომწარმოებლის ერთ-ერთი ფლაგმანი, „აიონიქი“ 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილია

16
hyundai

„ჰიუნდაი აიონიქ 5“ 20222 წლის World Car Awards-ზე დიდ წარმატებას აღწევს. ელექტრო ჰეჩბექმა გამარჯვება სამ კატეგორიაში მოიპოვა.

წლის საუკეთესო ავტომობილი – „აიონიქ 5“ სამ ფინალისს შორის იყო. მან კონკურენციაში  Ford Mustang Mach-E-ს და Kia EV6-ს აჯობა.

წლის საუკეთესო ელექტრომობილი – „აიონიქ 5-მა“ ამ ნომიაციაში ორი მეტოქე Audi E-Tron GT და Mercedes-Benz EQS დაჯაბნა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი უფრო ძვირადღრებულია, ვიდრე აიონიქი.

წლის საუკეთესო დიზაინი – World Car Design კატეგორიაში, «აიონიქ 5-მა“ Audi E-Tron GT და Kia EV6 დაამარცხა.

“ჰიუნდაი აიონიქ 5” დიაპაზონის გაფაერთოებისთვის ემზადება. ამ შედეგის მიღწევას შესრულებაზე ორიენტირებული N ვარიანტის დანერგვით ცდილობენ.

თუ გავრცელებული ჯაშუშური კადრებით ვიმსჯელებთ სპორტულ მოდელს უფრო აგრესიული საბურავები და უფრო დიდი მუხრუჭები აქვს.

სიმძლავრე ჯერ კიდევ საიდუმლოა, მაგრამ Kia EV6, იმავე პლატფორმაზე, 576 ცხენის ძალითაა ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები