LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაყარეთ გაბზარული და გატეხილი ჭურჭელი, რომელსაც უიღბლობა, კონფლიქტი და სკანდალები მოაქვს – „ფენშუი ყველასთვის“

10
eka-kvaracxelia-fenshui-2020

გადაცემის ლაივი LIVE

29 იანვარს ავტორადიოს გადაცემაში „ფენშუი ყველასთვის“, ავტორმა და წამყვანმა ეკატერინე კვარაცხელიამ ზოგადად მიმოიხილა ვირთხის წელიწადი, რომელიც აღმოსავლური კალენდრით 25 იანვარს აღინიშნა, ახალი წლის მთავარ ტენდენციებზე ისაუბრა და როგორც ყოველთვის სასარგებლო რჩევები გაუზიარა მსმენელს.

2020 წლის ზოგადი დახასიათება 

მრავალფეროვანი, თუმცა ნაკლებად სტაბილური იქნება 2020 წელი, რადგან პოზიტიური და ნეგატიური მოვლენები მუდმივად შეცვლიან ერთმანეთს, რაც ბევრის გაღიზიანებას, ფორიაქს და ნერვულ აშლილობას გამოიწვევს. გამოიჩინეთ მოთმინება და თავშეკავება, იმოქმედეთ ფრთხილად და გააზრებულად, რათა თავი დააღწიოთ წლის ნეგატიურ ტენდენციებს.

რემონტი ფენშუის წესებით 

2020 წელი სასიკეთოა უძრავი ქონების შესაძენად, რემონტის დასაწყებად და ინტერიერის შესაცვლელად, თუმცა აუცილებელია ფენშუის წესების გათვალისწინება. ნაკლებად გაამართლებს იმ სახლის გარემონტება რომლის ცენტრალური კარი აღმოსავლეთითაა მოთავსებული. მან, ვინც ამგვარ სახლში ან ბინაში ცხოვრობს უმჯობესია თავი შეიკავოს სარემონტო სამუშაოებისგან, რათა არ გამოიწვიოს ზედმეტი ხმაური. თუ აუცილებელი სამუშაოები გაქვთ ჩასატარებელი, აუცილებლად დაასრულეთ  4 თებერვლამდე, რადგან მერე ე.წ. „ყვითელი ხუთიანის“ ვარსკვლავი დაბინავდება აღმოსავლეთით, რომელიც არასასიამოვნო ხმაურის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახურ კონფლიქტს, სამართლებრივ და იურიდიულ პრობლემებს, მოულოდნელ ავადმყოფობას, ჭორებს და ინტრიგებს მიიზიდავს.

სასარგებლო რჩევები ბინის ან სახლის მოსაწყობად 

არ ღირს სახლში სპირალური კიბის დამონტაჟება, რომელიც ხელს უშლის ენერგიის თავისუფლად დინებას. არ შეიძლება ნაკლული სერვიზის შენახვა, რადგან ასე მხოლოდ შეაფერხებთ ფინანსების ზრდას. გადაყარეთ გაბზარული და გატეხილი ჭურჭელი, რომელსაც უიღბლობა, კონფლიქტი და სკანდალები მოაქვს, განთავისუფლდით ძველი, დაზიანებული და უვარგისი ნივთებისგან, რომლებიც აფერხებენ ენერგიის ჰარმონიულ მოძრაობას.

აუცილებელია ბინის სწორად განათება, რათა ხელი შეუწყოთ სასიკეთო ენერგიის მოზიდვას და დადებითი განწყობის შექმნას. შინაური ცხოველები სასიკეთო გარემოს შექმნიან, აკვარიუმი თევზებით კი, ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. აკრძალულია ფულის სამზარელოში, აბაზანაში ანუ იქ შენახვა, სადაც წყალი მიედინება.

ოთახის გაფორმებისას გამოიყენეთ წითელი, ყვითელი ან იისფერი, რადგან სწორედ ეს ფერები უწყობენ ხელს პოზიტიური განწყობის შექმნას. არ ღირს სახლის ხელოვნური ყვავილებით მორთვა, რათა ხელიდან არ გაუშვათ იღბალი და წარმატება.

მოერიდეთ მაგიდიდან ნამცეცების ხელით გადმოწმენდას, რასაც მხოლოდ სიღარიბე და ავადმყოფობა მოაქვს. თუ მაგიდიდან ვაშლი გადმოვარდა, ახლო მომავალში ცხოვრების თანამგზავრს შეხვდებით, პურის გადმოვარდნა კი, სტუმრის მოსვლას ნიშნავს.

გაუფრთხილდით სარკეს, ხშირად გაწმინდეთ და გაასუფთავეთ, რადგან დაბინძურებული სარკე ნეგატიუურად მოქმედებს გარემოსა და ადამიანებზე. რვაკუთხა სარკე დადებითი ენერგიის ძლიერი გენერატორია.

თუ დერეფანი ცუდადაა განათებული, დაკიდეთ კედელზე დიდი სარკე, თუმცა სარკე არ უნდა იყოს მოთავსებული ცენტრალური კარის პირდაპირ. დადებით ენერგიას მოიზიდავენ მცირე ზომის ფარდაგი და ცხოველების ფიგურები. ცენტრალური კარის ფერი აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს სახლის ფერისგან. არ შეიძლება კართან ნივთების დაყრა, ხშირად დაასუფთავეთ, რადგან დაბინძურებული შესასვლელი მხოლოდ უიღბლობას მოიზიდავს.

მოაწყვეთ სამზარეულო სახლის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთით უნდა იყოს მიმართული სახლის ფასადიც. სამზარეულოში ან სასადილო ოთახში (იქ, სადაც ჩვეულებრივ ოჯახი სადილობს) დაკიდეთ მაგიდასთან დიდი სარკე, რომელიც ოჯახის ყველა წევრს აირეკლავს.

სასადილო ოთახის მოსაწყობად შეიძინეთ მრგვალი, ოვალური ან რვაკუთხა მაგიდა. არ ღირს სასადილო ოთახსის ავეჯით გადატვირთვა, არ დადგათ სკამები შესასვლელ კართან ზურგით, რადგან ასე ვერასდროს დააღწევთ თავს დაუცველობის შეგრძნებას.

საძინებელში საწოლი შესასვლელი კარიდან შორს, დიაგონალურად უნდა იყოს მოთავსებული, ისე რომ თავის მობრუნების გარეშე შეძლოთ კარის დანახვა. თუ საწოლი ჭერის ტიხარის ქვეშაა, დაკიდეთ ტიხარზე ორი ბამბუკის ფლეიტა. არ ღირს საწოლის ფანჯარასთან დადგმა და მის ქვეშ ნივთების შენახვა. სასიცოცხლო ენერგიის გასააქტიურებლად, გააფორმეთ საძინებელი მსხვილფოთლოვანი მცენარეებით. თუმცა ნუ  გადატვირთავთ. თუ მარტო ხართ და ცხოვრების თანამგზავრს ეძებთ, არ დადგათ საწოლი კედელთან, რათა თავისუფალი იყოს მისი ორივე მხარე. ოჯახური უთანხმოების შემთხვევაში, დაკიდეთ საძინებელში მცირე ზომის (25 სანტიმეტრის) სარკე, რომელშიც კარი აირეკლება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები