LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორდ 1948-ის დაბადება

21
ford

მეორე მსოფლიო ომმა უზარმაზარი პრობლემები შექმნა ავტოსამყაროშიც, უფრო კონკრეტულად კი ავტომწარმოებლებში. კომპანიების უმეტესობა მძიმე კრიზისის წინაშე იდგა.

მათ შორის იყო “ფორდი”.

“ფორდის” საწარმოო პროდუქცია ომის პერიოდში შტატების ძალებს გადაეცა. პროდუქცია მოიცავდა თვითმფრინავებს, სამხედვო სატვირთო მანქანებს, ყველგანმავლებს და სხვადასხვა ტექნიკას.

მძიმე ტექნიკა კი ომის შემდეგ საჭირო აღარ იყო და ახლა ჯარისკაცებს სჭირდებოდათ მანქანა.

“ფორდს” 1945 წელს, ბრენდის დამფუძნებლის შვილიშვილი ჰენრი ფორდ მეორე ჩაუდგა.

ჰენრიმ შეკრიბა ინჟინრებისა და ბიზნეს ანალიტიკოსების გუნდი, ვისთან ერთადაც იმუშავა მომავლის პროექტებზე, მოიფიქრეს ახალი მოდელი და შემდეგ კონცეფცია მიიყვანეს წარმოებამდე.

შეიქმნა დღეს უკვე კლასიკა… და პრინციპში ლეგენდა, “ფორდი 1948”.

ავტომობილის გამოჩენის დღესვე 100 000 შეკვეთა განხორციელდა. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახით, მათს შორის კუპეს ვარიანტადაც. სიმძლავრე 3.7-ლიტრიანი straight-six-იდან ან/და 3.9-ლიტრიანი V8-დან მოდიოდა.

სულ 1,12 მილიონ ეგზემპლარად შეიქმნა. საბოლოოდ Ford-ის მოგებამ 177 მილიონ დოლარს შეადგენდა, ეს კი იმ დროისთვის უზარმაზარი მაჩვენებელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები