LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაი – საუკეთესო მკურნალი – ადრენალინი

49
chai-7d171

ჩაის უნიკალური თვისებების შესახებ ოდითგანვე ცნობილია. მასში შემავალი კოფეინი ცენტრალური ნერვული სისტემის აღმგზნებ ნივთიერებად ითვლება, აადვილებს აღქმას, აუმჯობესებს გრძნობათა ორგანოების მუშაობას, აადვილებს ფიზიკურ და გონებრივ მუშაობას. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ხშირად ხსნის თავის ტკივილს, რაც კოფეინის სედატიური-დამამშვიდებელი უნარით აიხსნება.

ჩაი აადვილებს გულსისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას, ამცირებს სისხლის წნევას, ადიდებს სასიცოცხლო ენერგიას ადამიანში.

მწვანე ჩაი დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვთა კედლის ელასტიკურობაზე, იგი ამცირებს კაპილარკედლის განვლადობას, იცავს გამკვრივებისგან.

ჩაის ნაყენი იწვევს კუჭის ლორწოვანას სეკრეტორული ჯირკვლების აგზნებას და კუჭის წვენის გამოყოფის გაძლიერებას, რითაც აღძვრის მადა.

ჩაის ნაყენი შარდის გამოყოფას აძლიერებს. იგი, წყალთან შედარებით, უფრო დიდხანს ჩერდება კუჭში, ნელა იწოვება, ოფლის გამოყოფაც ნელი ტემპით წარმოებს; გამოყოფილი ოფლი სწრაფად ასწრებს აორთქლებას და ადამიანი გრძნობს ოფლის აორთქლებით გამოწვეულ გამაგრილებელ გავლენას. ამის გამო, ჩაის ნაყენი საუკეთესო წყურვილის მომკვლელ, ოფლის გამოყოფის მარეგულირებელ და გამაგრილებელ სასმელად მიიჩნევა.

ჩაის ნაყენი და ნახარში, ფილტრაციისა და სტერილიზაციის შემდეგ, არ კარგავს თავის ბაქტერიოციდულ აქტივობას. იგი იწვევს ორგანიზმის გათავისუფლებას დიზენტერიის ჩხირებისგან. ქრონიკული ენტეროკოლიტების სამკურნალოდ დადებით ეფექტს იძლევა ჩაის ნაყენის 2% ხსნარი. ჩაი დადებითად მოქმედებს თირკმლების მუშაობაზე. თუმცა ძილის წინ ნუ დატვირთავთ თქვენს ორგანიზმს ჩაის დიდი რაოდენობით. იწვევს უძილობას, აფორიაქებას, აგზნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები