LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენტლი და ბიტლი – კომპანიების მხსნელთა „ავტოსთორი“

12
autoradio

საავტომობილო ინდუსტრია, გარდა უმდიდრესი ისტორიის და თაყვანისმცემელთა მთელი კულტის რიგი შეფასებებისა, წარმოადგენენ ვიწრო ჭრილში რომ ვთქვათ უბრალოდ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ფინანსური გეგმები, ფინანსური პრობლემები და ზოგჯერ ფინანსური კრიზისიც.

ცხადია არაერთი კომპანია დამდგარა განადგურების პირას, მათ შორის არიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა “ბმვ”, “მერსედესი”, “ფოლკსვაგენი” და სხვანი და სხვანი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დედამიწის მოსახლეობის უმეტესობისთვის ძვირადღირებული ავტომობილები მათი ცხოვრების პრიორიტეტს ცხადია არ წარმოადგენდნენ. ომის შემდეგ, საზოგადოებას წარუდგინა ძვირადღირებული ავტომობილი, ბენტლი MK VI.  – სტანდარტული ფოლადის სალონი, დაბალანსებული და ელეგანტური. იგი “როლს როისის” პირველი პროდუქტი იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე საკუთარ ქარხანაში შექმნეს.

გაყიდვებიდან შემოსული თანხა როლს როისს ახალი მოდელების შექმნის პროცესში მნიშვნელოვანწილად დაეხმარა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ბრიტანელი ოფიცერი აივან ჰირსტი ფოლკსვაგენს სათავეში ჩაუდგა და სამხედრო აკურატულობით შეუდგა კომპანიის წმენდას. განაახლა საწარმო ხაზები და ბრიტანეთის არმია 20 000 უჩვეულოდ პატარა მანქანის ყიდვაში დაარწმუნა. ეს იყო “ბიტლი”, იგივე “ხოჭო”.

გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. 1955 წელს ააშენეს მემილიონე ერთეული და ამ თანხებმა ფოლკსვაგენი ჯერ გზაზე დააბრუნა, მერე კი მსოფლიო გიგანტის სტატუსიც მისცა.

ბოლო ერთეულები 2003 წელს, მექსიკაში შეიქმნა. დღეისათვის “ფოლკსვაგენი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია. 2018 წელს კომპანიამ 10,83 მილიონი მანქანა აწარმოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები