LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის შაქრით გატაცება მხოლოდ არასწორ კვებას არ უკავშირდება – ადრენალინი

11
i38847384-2153357831551941-8700005584365158400-n

ბავშვი და ტკბილეული ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. ისინი, არჩევანის დროს, უპირატესობას ტკბილს ანიჭებენ, ვიდრე ხილსა და ბოსტნეულს. მიიჩნევა, რომ ტკბილეული მავნებელია და ბავშვებს მისი მიღება უნდა დავუშალოთ. ბავშვი დაბადების პირველ დღეებშივე ეჩვევა ტკბილ გემოს დედის რძესთᲜ ერთად. რომელიც ლაქტოზას შეიცავს. ამის გამო მას ტკბილი გემო აქვს. ტკბილ რძეს მიჩვეული ბავშვი როცა იზრდება და ჩვეულებრივ კვებაზე გადადის უჭირს მარილიან საკვებთან შეგუება. შესაბამისად ბავშვს ტკბილზე მოთხოვნილება უფრო ეზრდება.

ბავშვის შაქრით გატაცება მხოლოდ არასწორ კვებას არ უკავშირდება. მოზარდი ორგანიზმი ზღვა ენერგიას მოითხოვს, რომელიც მხოლოდ გლუკოზამ შეიძლება მისცეს. ამ ნივთიერების წყარო კი შაქრის შემცველი პროდუქტებია. შაქარი ტვინში ე.წ. ბედნიერების ჰორმონის – ენდორფინის და სეროტონინის გამომუშავებასაც უწყობს ხელს.

არ შეიძლება ტკბილეულის წამახალისებლად და დასამშვიდებლად მიცემა. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით დამოკიდებული ხდება მასზე. სასურველია ავკრძალოთ ყველაზე მავნე ტკბილეული. ეს არის კარამელი და ხილის კანფეტები, რომლებიც პირში ბაქტერიებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან, აზიანებენ ემალს და კარიესს იწვევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები