LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტროლოგიური პროგნოზები – რას ნიშნავს, როოგორ მუშაობს და როგორ გამოვიყენოთ – ასტრომაგია

5
sofia_bzekalav

7 მაისს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ ზოგადად ასტროლოგიის დანიშნულებაზე ისაუბრა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

ასტროლოგიის დანიშნულება 

ასტროლოგია ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური მეცნიერებაა, რომელიც არჩევანის სრულ თავისუფლებას იძლევა, ამიტომ ზოგს გულწრფელად სჯერა, რომ ასტროლოგიის წყალობით ცხოვრების შეცვლას შეძლებს, ზოგი კი, პირიქით, არაფრად აგდებს ასტროლოგთა რჩევას.

რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან გულწრფელი საუბარი, ნაკლოვანებების აღიარება და მათი გამოსწორება ძალიან რთულია, ამიტომ ბევრი გაურბის და პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას ცდილობს, რაც ნაკლებად გამართლებულია. ყველას საკუთარი ბედი და ინდივიდუალური გზა აქვს, რომელიც დამოუკიდებლად უნდა გაიაროს, რადგან პასიური და სხვის ნებას დაყოლილი ადამიანი ყოველთვის მარცხდება, ბოროტდება და მსხვერპლის როლს ამოფარებული მუდმივად სხვაგან ეძებს დამნაშავეს, რათა შეცდომები არ აღიაროს. საკუთარ თავზე მუშაობის უამრავი მეთოდი არსებობს და ასტროლოგია ფსიქოლოგიასთან ერთად, სწორედ ის ეფექტური მეთოდია, რომლის გამოყენებით საკმაოდ მარტივად შეიძლება პრობლემების აღმოჩენა, ნაკლოვანების გამოსწორება და საკუთარ თავთან ერთად  გარემოს შეცვლაც.

ასტროლოგიური მოცემულობა 

ადამიანები არათანაბარ პირობებში, განსხვავებულ ასტროლოგიურ მოცემულობასა და „დეკარაციებში“ იბადებიან, ამიტომ არსებობს მარტივი და შედარებით რთული მოცემულობა, როცა  ადამიანი ნაკლებად ან მეტად რთული ჰოროსკოპით, ნაკლები ან მეტი თანდაყოლილი პრობლემით და წინაღობებით იბადება. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ახსნა, მიზეზი აქვს და კონკრეტული ნიშნით დაბადებაც არასდროსაა შემთხვევითი. სხვათაშორის, ცნობილი და წარმატებული ადამიანები ყოველთვის რთული ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან და საკუთარი თავის შეცნობიკენაც სწორედ მძიმე ცხოვრება, სერიოზული უსიამოვნებები და სულიერი ტკივილი უბიძგებთ.

უსიამოვნებები და მათი დაძლევის ხერხები 

ყველა პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენას თავისი მნიშვნელობა აქვს და კონკრეტული მიზნით ხდება, უბრალოდ ადამიანები არიან განსხვავებული და ყოველთვის ინდივიდუალურად აფასებენ პრობლემებს – ზოგი სირთულეებს, რომლებიც მის ტრანსფორმაციას უწყობენ ხელს გამოწვევად აღიქვამს და აზარტით ხვდება, ზოგი კი, უმნიშვნელო პრობლემასაც ტრაგედიად აქცევს და ბრძოლის გარეშე ნებდება.

რა თქმა უნდა, გარდაქმნები ყოველთვის რთულია, რადგან ცხოვრებაა საკმაოდ რთული, თუმცა ადამიანი სწორედ იმისთვის იბადება, რომ სულიერად გაიზარდოს და განვითარდეს. ამასთანავე, არ არსებობს პრობლემა, თუნდაც უმძიმესი ტრაგედია, რომელსაც არ აქვს დადებითი მხარე, უბრალოდ ადამიანის გონებაა უცნაურად მოწყობილი, რადგან ნეგატიურს უფრო კარგად იმახსოვრებს, ვიდრე პოზიტიურს, ამიტომ საჭიროა ინტენსიური მუშაობა, რათა სხვა კუნთების მსგავსად გონებაც გავარჯიშდეს, მიიღოს სასურველი ფორმა და გამოიძერწოს პოზიტიური აზროვნება. რადიკალური ცვლილებების განსახორციელებლად, ჯერ არსებული სიტუაციის მშვიდად მიღება და პრობლემების გულდასმით გააზრება, მერე, იმ სარგებლის, გამოცდილების გამოყენებაა საჭირო, რომელიც ადამიანმა მარცხის  მიუხედავად შეიძინა.

შავი მთვარე 

შავი მთვარე იგივე ბრმა ზონა, ის ნაკლოვანებები ანუ მთვარის ჩრდილოვანი მხარეა, რომელსაც ადამიანი ქვეცნობიერში ინახავს და იშვიათად აცნობიერებს. ჩვეულებრივ, მანკიერებები, რომელიც ყველა ადამიანს აქვს პირად ჰოპოსკოპში იმ ზოდიაქოს ნიშნის თავისებურებებით განისაზღვრება, რომელშიც შავი მთვარეა მოქცეული. მაგალითად, თუ ქალს შავი მთვარე მეოჯახე და შვილების მოყვარული კირჩხიბის ნიშანში აქვს, მაშინ სავარაუდოდ, მას ბევრი შვილი ეყოლება, თუმცა არცერთს არ გაზრდის თვითონ და ვერასდროს მიხვდება, რომ შვილებს არა ბებიების ან მრავალრიცხოვანი ძიძების მზრუნველობა, არამედ დედის სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან ასეთი ქალისთვის დედობა მხოლოდ მისივე მოგონილი იმიჯის ნაწილია.

ასტროლოგია მიიჩნევს, რომ ადამიანი გენეტიკური ბმის ნაწილია, ანუ მასში არა მხოლოდ წინაპართა წარმატებები, არამედ განუხორციელებელი შესაძლებლობები და ის  პრობლემებია თავმოყრილი, რომელთა გადაჭრა წინა თაობებს გაუჭირდათ. თავისუფლად შეიძლება, რომ ერთ ოჯახში გაზრდილ ბავშვებს აბსოლუტურად განსხვავებული ბედი ჰქონდეთ და წინაპართა ტვირთის გადანაწილების მიხედვით, მათი ცხოვრებაც განსხვავებულად წარიმართოს. ამასთანავე, ის, ვინც ყველა ცხოვრებისეულ სირთულეს დაძლევს, აუცილებლად ბევრად ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდება, ვიდრე ის, ვინც შედარებით მსუბუქი ცხოვრებით იცხოვრებს და ნაკლებად დაიხარჯება პროლემების მოგვარეაზე. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინცზუსტად იმეორებს წიანაპართა გზას, ვერაფრის გამოსწორებას ვერ ახერხებს და პრობლემებსაც მომავალ თაობას გადასცემს.

უკუფაზები 

უკუფაზას ანუ კარმულ პერიოდს, რომელიც საშუალოდ ორი წელი გრძელდება, ნებისმიერი ადამიანი განიცდის, რადგან სამყარო პერიოდულად ყველას უწყობს გამოცდას და უკვე განვლილი გზის გადაფასების ხარჯზე ცხოვრების შეცვლის შანსს აძლევს. რა თქმა უნდა, ტრანსფორმაცია მხოლოდ სერიოზული სირთულეების დაძლევით მიიღწევა, რადგან ადამიანს მისთვის უჩვეულო სიტუაციაში უწევს ლავირება და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული რამდენად სწორად იმოქმედებს, მაგრამ შეთავაზებული სიახლეების მიღება მაინც აუცილებელია, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია წინსვლა და განვითარება.

მართალია, კარმული პერიოდი ყოველთვის რთულია ფსიქოლოგიურად, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად კატასტროფას უნდა ელოდოს, თუმცა მოვლენებისთვის, რომლებიც სერიოზულ გავლენას მოახდენენ მასზე, მაინც უნდა ემზადოს, ზუსტად გაიაზროს, რას მოითხოვს სამყარო მისგან და ნებისმიერი საქმე მთელი გულით აკეთოს. შესაძლოა, პირველმა ცდამ არ გაამართოლოს, თუმცა უკან დახევა მაინც არ ღირს, რადგან მრავალმხრივი წინაღობების მიუხედავად, სამყარო არასდროს ეცდება მისი შესაძლებლობების შეზღუდვას. სხვათაშორის, ნებისმიერ სფეროში სუპერფროფესიონალად ჩამოყალიბება და ჭეშმარიტი წარმატების მიღწევა, მხოლოდ დაუღალავი შრომით და მრავალგზის მცდელობით, მაცხის და იმედგაცრუების განცდით შეიძლება.

მას, ვისაც არ უმართლებს, ჰგონია, რომ წარმატებულ ადამიანს უდარდელი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ცხოვრება აქვს, ამიტომ შურით, აგრესიითაა მის მიმართ განწყობილი და ვერ ხვდება, რომ ასე მხოლოდ საკუთარ უსუსურობას, კომპლექსებს ამჟღავნებს, რადგან შემგარი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი, არასდროს იხარჯება სხვისი მანკიერების ძიებაზე და საერთოდ არ ინტერესდეა სხვისი ცხოვრებით. ადამიანს თანდაყოლილი ან ბავშვობაში შეძენილი კომპლექსებით, ყოველთვის უჭირს გარისკვა, აქტიურად მოქმედება და სწორედ მაშინ ბრაზდება, უჩნდება აგრესია სხვათა წარმატების მიმართ. სხვათაშორის, აგრესია ძალიან ძლიერი ენერგიაა, რომელსაც ბევრი შურსა და ღვარძლში ხარჯავს, მაშინ როცა პოზიტიურ ენერგიად გარდაქმნა და მისი ბევრად სასარგებლოდ გამოყენება შეიძლება.

უცნაურია, მაგრამ ბევრისთვის ცუდად ყოფნა ძალიან კომფორტულია, რადგან რთულ პირობებში გაიზარდა, შეეჩვია უსიამოვნებებს და მხოლოდ ჩვეულ გარემოში გრძნობს თვს კარგად. ამასთანავე, ბევრმა არ იცის, რომ გამუდმებული წუწუნით ერთის მხრივ, სხვათა ენერგიას “ჭამს”, მეორეს მხრივ კი, საკუთარ თავს აპროგრამებს ნეგატივზე, მუდმივად ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს და არაფრის შეცვლას არ ცდილობს, რადგან პასუხისმგებლობას ერიდება, მიზეზს საწუწუნოდ კი, ყოველთვის მოძებნის.

რეინკარნაცია 

რეინკარნაცია – სულის ახალ სხეულში გარდასახვაა, როცა სამყარო ადამიანს წინა ინკარნაციაში დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსს აძლევს. სხვათაშორის, გარკვეულ გამოცდილებას სული ყოველ ინკარნაციაში აგროვებს, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერში ილექება და სწორედ მისი გათვალისწინებით ცდილობს გაზრდას და განვითარებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ადამიანზეა დამოკიდებული, რადგან ზოგი სრულად იყენებს შესაძლებლობებს, ზოგი კი, ისევ ფუჭად ხარჯავს ცხოვრებას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ბოროტება და ნეგატიური მოქმედებები არა მხოლოდ მომავალ ინკარნაციაში მიჰყვება ადამიანს, არამედ გენეტიკური ქვეცნობიერიც ბინძურდება, რომლის “გასუფთავება” – იმავე სიტუაციის გავლა და წინაპართა შეცდომების გამოსწორება მომავალ თაობას უწევს, ამიტომაა საჭირო პატიოსნად, შურის და ღვარძლის გარეშე ცხოვრება და შთამომავლობისთვის არა ქონების, არამედ პოზიტიური გამოცდილების გადაცემა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები