LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალერგიისგან თავის დაცვის მარტივი საშულებები – გადაცემა ,,ადრენაილინი”

4
8cddb482bd0236b87112b771015c8ca5

ალერგია არის მომატებული მგრძნობელობა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოდ არის მიჩნეული და მასთან ალერგია ალერგიული დაავადებების სიმპტომების სახით გამოვლინდება. დღეს ალერგიით ყოველი მესამე ადამიანია დაავადებული.

ალერგიის ძირითადი სიმპტომებია: სურდო, ცრემლდენა, ცხვირის, თვალების, სასის ქავილი, ცემინება, ყურების დახშობა, კანზე გამონაყარი.

ბუნებაში გვხვდება გამაღიზიანებელი ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ორგანიზმის უჩვეულო რეაქციას და მათ ალერგენებს უწოდებენ.

ალერგენს ძირითადად წარმოადგენს: მცენარეების მტვერი, დანესტიანებულ ადგილებში განვითარებული ობი და შმორი, მიკროსკოპული სოკოები, ცხოველების ბეწვი, საყოფაცხოვრებო მტვერი, სხვა და სხვა საკვები პროდუქტები: თხილი, ნიგოზი, თაფლი, არაქისი, შოკოლადი და ა.შ. ალერგიას ამწვავებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სხვა და სხვა დეზოდორანტები, დაბინძურებული ჰაერი, დაბალი ტემპერატურა, გამონაბოლქვი, თამბაქოს კვამლი და ქარი.

ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გარკვეული, რატომ არ ვითარდება ალერგენებთან კონტაქტის დროს ალერგიული გამოვლინებანი ყველა ადამიანში. ფიქრობენ, რომ გარკვეულ როლს გენეტიკური წინასწარ-განწყობა თამაშობს. მაგალითად: ალერგიული მშობლების შვილები ხშირად არიან ალერგიულები.

ალერგენებისგან თავის დაცვა შესაძლებელია შემდეგი გზით: ეცადეთ გქონდეთ ბუნებრივი ქსოვილის, ბამბის ან ბამბაზიის თეთრეული, იატაკი ხშირად გაწმინდეთ სველი წესით, რბილი ავეჯის გადასაფარებლად გამოიყენეთ ბუნებრივი ქსოვილი, ხშირად რეცხეთ თეთრეული ცხელი წყლით, ეცადეთ ბინაში 50 %-ზე ნაკლები ტენიანობა შეინარჩუნოთ, ხშირად გაანიავეთ ბინა და შეინარჩუნეთ სუფთა, მშრალი ჰაერი, ეცადეთ ბინაში, განსაკუთრებით საწოლ ოთახში, არ იყოლიოთ შინაური ცხოველები, ოთახში თამბაქო არ მოწიოთ. მზა კონსერვირებული პროდუქტების გამოყენების წინ ყურადღება მიაქციეთ მათ შემადგენლობას.

გახსოვდეთ, რომ არასოდეს მიიღოთ წამალი ექიმთან შეუთანხმებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება წამალმა გამოიწვიოს უკურეაქცია, რაც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები