LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

90-იან წლებში შექმნილი ავტომობილები

4
rav4

90-იან წლებში შექმნილი ავტომობილების ნაწილი დღესაც კი დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თუ პოპულარობით არა, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ მათგანზე კარგად ნამდვილად საუბრობენ ხოლმე.

ასეთი მაგალითია, იაპონური “ტოიოტა რავ-4”.

1980-იანი წლების ბოლოს, Toyota-მ თავის საინჟინრო განყოფილებას უნივერსალური ჯიპის შექმნა დაავალა, მას სწორი გზებიდან გადახვევა უნდა შესძლებოდა და უკან დაბრუნებულს კი „ადამიანური“ სახე შეენარჩუნებინა.

1994 წელს გამოშვებულმა ორიგინალმა RAV4-მა ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილა. მან თანამედროვე ქროსოვერის სახე განსაზღვრა და კონკურენტებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

ზუსტად ერთ წელიწადში ავტოსამყაროს შეერივნენ Ford Galaxy და Volkswagen Sharan.

MPV-ს სტანდარტი, ავტოსამყაროში Galaxy-მ და Sharan-მა დააწესეს. კომფორტი, სივრცე და დახვეწილი მართვა, პრაქტიკულობა და მისაღები ფასი, აი რას სთავაზობდნენ ავტომობილები მომხმარებლებს.

ბოლო წლებში MPV-ების მიმართ ინტერესი საგრძნობლად შემცირდა, მოკლედ რომ ვთქვათ- მსოფლიო ჯიპზე „გადაჯდა”

1996 წლის ჰიტი იყო Porsche Boxter.

1996 წელს, Boxster-ის გამოსვლისას პორშეს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მას სერიოზული ძალა სჭირდებოდა იმისთვის, რომ ძველ დიდებასთან ერთად ფინანსური მოგებაც მიეღო.

სწორი გათვლა სწორ დროს. სწორედ Boxster-ი აღმოჩნდა გარდამტეხი ავტომწარმოებლისთვის. ბრწყინვალე მართვა, ორადგილიანი კაბრიოლეტი, ექვსცილინდრიანი ძრავი- ბოქსტერი მომხმარებლისთვის სასურველ მანქანად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები