LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

90-ან წლებში აწყობილი მანქანები – ნაწილი 2

10
x5

1990-ან წლებში აწყობილი მანქანების დიდი ნაწილი პოპულარობით დღესაც სარგებლობს, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ მათგანზე კარგად ნამდვილად საუბრობენ ხოლმე.

ერთ-ერთი ასეთია იაპონური, დღეისათვის ნამდვილად პოპულარული და ხშირად მოხმარებადი მანქანა, 1997 წლის გამოშვება და დღევანდელი ჰიტი Toyota Prius.

Prius-ი დღეს ჩვენს ქვეყანაში და რა მარტო, ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო მანქანად მიიჩნევა. როდესაც “პრიუსი” გამოვიდა, ის უცნაურ და უხერხულად სამართავ ავტომობილად ითვლებოდა. თუმცა, “ტოიოტამ” თავის ნიშას არ უღალატა და “პრიუსიც” ისეთივე სანდო აღმოჩნდა, როგორიც ბრენდის სხვა მოდელებია.

პირველ პრიუსებს 1.5 ლიტრიანი ძრავი და ჰეთჩბექისთვის დამახასიათებელი პრაქტიკულობა ჰქონდა. დღემდე პრიუსის 4 თაობა ვიხილეთ.

1998 წელს “ფორდმა” Escort-ის გვერდი საბოლოოდ დახურა და გზა ახალ ბესტსელერს Focus-ს გაუხსნა.

კლასში წამყვანი ავტომობილი “ფორდისთვის” შესაფერისი ვიზუალით, გამძლეობით, ძრავების და მორთვის მრავალფეროვნებით საზოგადოებისთვის სასურველი ჰეთჩბექი იყო.

საუკუნის მიწურულს, მთელი თავისი დიდებულებით, შეიქმნა X5. მართალია ის პირველი ძვირადღირებული ჯიპი არ იყო, თუმცა მან გამოჩენისთანავე უამრავი ენთუზიასტის და არა ენთუზიასტის გული დაიპყრო.

ორიგინალი X5 (BMW-ის მიერ კოდირებული E53) ძრავის რამდენიმე ბრწყინვალე ვარიაციით და ოთხივე წამყვანი ტრანსმისიით მოგვევლინა.

ერთი სიტყვით, X5 სწორედ ის იყო, რასაც BMW-სგან მოელოდნენ. ის ერგონომიული თვალსაზრისით ბრწყინვალე და საკმაოდ პრაქტიკული ავტომობილი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები