LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზაზას” აკადემია ინოვაციურ პროექტს ნერგავს

400
121535766-2777856695788675-2695601263538305519-o

ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადადის.

Sportsengine – აპლიკაცია, რომელიც აკადემიის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. მისი გამოყენება უზრუნველყოფს მარტივ და სწორ კომუნიკაციას სპორტსმენებს, მშობლებს, მწვრთნელებსა და სპორტულ ორგანიზაციას შორის.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აპლიკაციის დახმარებით მშობლებს საშუალება ეძლევათ უფრო აქტიურად ჩაერთონ შვილების სპორტულ ცხოვრებაში. მიიღონ მყისიერი ინფორმაცია ბავშვების დასწრებასთან, მატჩებთან და მოსალოდნენ ცვლილებებთან დაკავშირებით.

რას წამოადგენს Sportsengine?
ესაა სპორტულ ბაზარზე, პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერი, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებლებმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ sportsengine, ხოლო ანდროიდის მფლობელები აპლიკაციის გადმოწერას, კონკრეტული ბმულის დახმარებით შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები