LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ფაჩულიას ყოფილმა თანაგუნდელმა როლს როისი აჩუქა (ფოტო)

452
1568987785-1

აი საჩუქარი ამას ქვია: ზაზა ფაჩულიას თავისმა ყოფილმა თანაგუნდელმა არც მეტი არც ნაკლები “როლს როის ფანტომი” აჩუქა.

ქართველ კალათბურთელს ასეთი ძვირფასი საჩუქარი „გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კლეი ტომპსონმა გაუკეთა. მიზეზი კი ჩვენიანის მიერ საკალათბურთო კარიერის დასრულებაა. სწორედ ამის აღსანიშნავად გაიკრა ჯიბეზე ხელი ტომპსონმა. მან ეს ინფორმაცია საკუთარ „ინსტაგრამზე“ დადო და ფოტოც თან დაურთო.

„ზაზას საჩუქარი გავუკეთე“, – წერს კლეი და ფაჩულიასთან ერთად ორივე „როლს როის ფანტომთან“ იწონებს თავს.

მოგეხსენებათ, ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა “დეტროიტში” დაასრულა და ისევ “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც საკალათბურთო და ბიზნეს განხრით კონსულტანტად იმუშავებს.

ზაზას “გოლდენ სტეიტის” რიგებში ორჯერ აქვს ნბა მოგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები