LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ეპატაჟური Lamborghini Urus ნახევარ მილიონ დოლარად იყიდება

167
hollmannnlmbrgn

ავტოსალონმა Hollmann International გასაყიდად უნიკალური Lamborghini Urus გამოიტანა. გერმანული ატელიეს მიერ განახლებული იტალიური კროსოვერი ნახევარ მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ინოვაციური ყველგანმავალი აეროდინამიკის გარდა, ასევე 24 დიუმიანი ორფერიანი დისკებითაცაა გამორჩეული.

MAnsory–ს ატელიეს სპეციალისტებმა ახალი კაპოტი დააყენეს, საბურავთა ბაზა გაზარდეს, ბამპერი შეცვალეს და დეკორატიული ელემენტებიც დაამატეს.

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ცვლილებები ამ ნაწილს არ შეხებია. ასე რომ, ტრადიციული 4,0 ლიტრის მოცულობის „ბიტურბორვიანი“ 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Lamborghini–ს პატრონმა სალონის ტყავით გაფორმებაზე რატომღაც უარი თქვა, ამიტომ ავტომობილს ქარხნული ინტერიერი დარჩა.

Hollmann International–ის ავტოსალონს დატუნინგებული მოდელის 512 ათას დოლარად გაყიდვა სურს, რაც ჩვეულებრივი Urus–ის სასტარტო ფასზე სამჯერ უფრო მეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები