LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დიდი ამერიკული ავტომობილი 12 მილიონ დოლარად გაიყიდა

144
thor24

საუდის არაბეთმა Auctioneer’s Riyadh–ს ანუ დიდი მანქანების მოყვარულების ავტოსალონს უმასპინძლა. ამერიკელმა ენთუზიასტმა მაიკლ ჰარამ თავისი მონსტრი სატვირთო Thor24 გაყიდა. ავტომობილზე მაიკლი მთელი 7 წლის განმავლობაში მუშაობდა და 7 მილიონი დოლარიც დაახარჯა. თუმცა, აუქციონზე დანახარჯი ლამის ორმაგად ამოიღი და ლოტი 12 მილიონ დოლარად შეფასდა.

სატვირთომ საკმაოდ მძლავრი ძრავი მიიღო და აგრეგატს 3974 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია, ეს სიმძლავრე 15 ტონიან ავტომობილს 200 კმ/სთ სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს.

და ბოლოს, აღსანიშნავია რომ „მონსტრი“ საყურებლად არ შექმნილა და სრულ სამუშაო მზადყოფნაშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები