LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინ მომავალში: ულტრათანამედროვე სტადიონი 400-ბინიანი აპარტამენტებით

127
2826433-58293688-2560-1440

ნიდერლანდების ჩემპიონატის მეორე დივიზიონის კლუბი “ეკსელსიორი” ახალი სტადიონის გასაოცარ პროექტს აჩვენებს.

როტერდამულმა კლუბმა უკვე გაუგზავნა ქალაქის საბჭოს განსახილველად და პირველადი თანხმობაც მიიღო. არენა 6.5 ათას მაყურებელზეა გათვლილი, მაგრამ მთავარი სტადიონის ოთხ კუთხეში მდებარე კოშკებია. აქ აპირებენ თითქმის 400 საცხოვრებელი აპარტამენტის აშენებას და მათ როგორც ჩვეულებრივ საცხოვრებელ ფართს, ისე გაყიდიან.

კლუბს ერსტდივიზიაში მეშვიდე ადგილი უკავია.

გუნდის ამჟამინდელი სტადიონის ტევადობა 4400 მაყურებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები