LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წაქცეული იუვე, დატოვებული შეცვლები და საუკეთესო განახლების შემდეგ – ამბები მოკლედ

87
Capture

“იუვენტუსმა” სერია ა-ს მატჩში 4 გოლი 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაუშვა.

“მილანმა” ბოლო 31 წელიწადში პირველად გაუტანა 4 გოლი “იუვენტუსს” ჩემპიონატის მატჩში.

შეწყდა “იუვენტუსის” ზედიზედ 7-მატჩიანი მოგებათა სერია ჩემპიონატში.

სტეფანე პიოლიმ პირველად მოუგო “იუვენტუსს” მწვრთნელის რანგში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “მე ვარ პრეზიდენტი, მოთამაშე და მწვრთნელი! “მილანში” სეზონის დაწყებიდან რომ ვყოფილიყავი, სკუდეტოს მოვიგებდით”.

კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონატში მე-10 გაიტანა 25+ გოლი 2007/08 წლების სეზონიდან მოყოლებული. საუკეთესო შედეგია ტოპ 5 ჩემპიონატებში მესისთან ერთად.

რონალდო იტანს ან საგოლე პასს აძლევს სერია ა-ში 17 მატჩია ზედიზედ და ამით 25 (21+4) ქულა დაუგროვდა.

 

ჯეიმი ვარდიმ 10 გოლი გაუტანა “არსენალს” პრემიერლიგაში. უფრო მეტი მხოლოდ რუნის აქვს შეგდებული.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი “არსენალის” პირველი მოთამაშეა ანრის დროიდან მოყოლებული, რომელმაც 20+ გოლი გაიტანა პრემიერლიგის ზედიზედ ორ სეზონში.

“მანჩესტერი” და “სიტი” ერთმანეთს კულიბალისა და შკრინიარის ტრანსფერისთვის შეეჯიბრებიან.

 

მატჩის განმავლობაში 5 შეცვლა მთელი მომდევნო სეზონის განმავლობაშიც იქნება დაშვებული.

 

დიეგო სიმეონე მესამე ადგილზე გადავიდა ლა ლიგაში ერთი კლუბის მწვრთნელის რანგში მატჩების რაოდენობით.

ანტუან გრიზმანი “ბარსელონაში” დარჩება მომდევნო სეზონში.

“ბარსელონაში” ახალი დაძაბულობა მწიფდება: ბარტომეუმ მესის ხელფასის შემცირება მოითხოვა, ლეო უკმაყოფილოა.

 

კაი ჰავერტცმა “ბაიერს” აცნობა, რომ წასვლა უნდა. “ჩელსი” მზადაა მასში 70+30 მლნ ევრო გადაიხადოს.

Bleacher Report-მა ევროპაში ფეხბურთის განახლების შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. საუკეთესოა “ბაიერნის” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკია, რომელმაც 10 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. რობერტს 3 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით “ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი მიჰყვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები