LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვვარჯიშობ განსაკუთრებულ სპარინგ-პარტნიორთან: რონალდოს მოტივაცია შვილია (ვიდეო)

115
2658276-54987830-2560-1440

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო სეზონის წინ დაშავდა და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

34 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამზე ვარჯიშის ვიდეო დადო: კრიშტიანო კარში ურტყამს, დარბის და დრიბლინგზე მუშაობს.

„ვმუშაობ აღდგენაზე განსაკუთრებულ სპარინგ-პარტნიორთან“ – დაწერა რონალდომ, რომელთანაც მისი უფროსი შვილი, 9 წლის კრიშტიანო-უმცროსი ვარჯიშობს.

სერია ა 24 აგვისტოს იღებს სტარტს, „იუვენტუსი“ მოქმედი ჩემპიონია და პირველი მატჩი „პარმასთან“ უწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები