ვუელტას მეცხრე ეტაპის დროს კამერამ ერთ-ერთი სახლის სახურავზე კანაფის პლანტაცია დააფიქსირა.

ველორბოლა ესპანეთის ქალაქ იგუალადას ქუჩებში მიდიოდა და ვერტმფრენზე დამაგრებულმა კამერამ, რომელიც რბოლას ზემოდან იღებდა, დამახასიათებელი მწვანე ნარგავი აღმოაჩინა. ტელესურათმა პოლიციელები დააინტერესა, რომლებიც მაშინვე მივიდნენ მისამართზე და 40 ბუჩქი მარიხუანაც იხილეს.

მცენარე გაანადგურეს, ხოლო მეპატრონეს პრობლემები ექნება. დიდი ჯარიმის გარდა შესაძლოა ვირის აბანოშიც ამოყოს თავი.

 

 

„ვუელტას“ 11 ეტაპის შემდეგ პრიმოჟ როგლიჩი ლიდერობს.
მრავალდღიანი ველორბოლა 21 ეტაპისგან შედგება და მადრიდში დასრულდება.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები