LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen ყოველ კვირა 2 მილიარდ დოლარს კარგავს

44
wolksvgnssnes

კონცერნი Volkswagen პანდემიის გამო ყოველ კვირა ორ მილიარდამდე ევროს კარგავს. ამის შესახებ განცხადება ბრენდის ხელმძღვანელმა ერთ–ერთ გერმანულ ტელეარხთან საუბარში გააკეთა. წარმოების მკვეთრად შემცირება გარდაუვალი ნაბიჯი იყო, რათა თანამშრომელთა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ აღმოჩენილიყო. კონცერნი მუშაობის განახლებას სავარაუდოდ, ვერც უახლოეს მომავალში შეძლებს, ამიტომ სხვა გზა არ ექნება და სამუშაო ადგილების შემცირება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია VW–ში 124 ობიექტზე მთლიანობაში 671 ათასი ადამიანი მუშაობს. ამ ქარხნებიდან 72 მთლიანად ევროპის, ხოლო 28 გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები