LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიწყებთ და ვამთავრებთ ესტონეთით: საქართველოს კალენდარი ერთა ლიგაზე ცნობილია

52
KJR-7841-0

ერთა ლიგის მეორე გათამაშების წილისყრა შედგა. საქართველოს ნაკრებს დასამდური არ უნდა ქონდეს. ჩვენი ჯგუფის მეტოქეები სავსებით დაძლევადია, მიუხედავად იმისა, რომ იოლი თამაში არცერთთან არ გვექნება. მარტივი თამაშები ხომ ფაქტობრივად აღარ არსებობს, მით უმეტეს, ჩვენაირი გუნდებისთვის, ვინც ბევრისთვის თავად არის სასურველი მეტოქე. მოკლედ, ასეა თუ ისე, როდესაც ერთა ლიგის მარტის მატჩებს მოვილევთ და იმედია ევროპის პირველობაზეც წავალთ, მერე დაიწყება ფიქრი და საზრუნავი, როგორ მოვიგოთ მუნდიალისკენ მიმავალი ჯგუფი.

უკვე ცნობილია ერთა ლიგის კალენდარი. ჯგუფის მატჩები სექტემბერში დაიწყება და შემოდგომაზევე დამთავრდება.
ისე მოხდა, რომ ჯგუფს დავიწყებთ ესტონეთთან თამაშით და ბალტიელებთან მატჩით დავასრულებთ კიდეც. ალბათ ისიც კარგია, რომ ბოლო ორი მატჩი შინ გვიწევს და დიდი ალბათობით 6 ქულისკენ გავიწევით.

საქართველოს მეტოქეები ერთა ლიგაზე ცნობილია: ეს გზა ყატარის მუნდიალისკენ მიდის

5 სექტემბერი. ესტონეთი-საქართველო
8 სექტემბერი. საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია
8 ოქტომბერი. სომხეთი-საქართველო
11 ოქტომბერი. ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო.
13 ნოემბერი. საქართველო-სომხეთი
16 ნოემბერი. საქართველო-ესტონეთი

 

მიზანი უცვლელია: ჯგუფი უნდა მოვიგოთ, ოღონდ ჯერ მარტზე ვიფიქროთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები