LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილი: საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი

1323
100087435-685162008963518-1426810688604471296-n

ნიკოლოზ ბასილაშვილი დაიბადა 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში.

პროფესიონალი ჩოგბურთელია, მოგებული აქვს ATP-ს სამი ტურნირი, საქართველოს პირველი ჩოგანია.

ნიკოლოზოს მამა, ნოდარი – ქართული ეროვნული ბალეტის მოცეკვავე იყო, დედა – ნატალია ექიმად მუშაობდა. ყავს ძმა, თენგიზი. იცის რუსული და ინგლისური ენები.

2013 წლის 28 სექტემბერს დაქორწინდა.
წყვილს 2015 წლის 4 მაისს ვაჟი – ლუკასი შეეძინა.

ჩოგბურთის თამაში დაიწყო 5 წლის ასაკში. 12 წლის აშშ-ში გაემგზავრა, სადაც 16-17 წლამდე ვარჯიშობდა. როდესაც ნიკოლოზი დაახლოებით 15 წლის იყო, მისი მშობლები რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. 2011 წელს გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ჩოგბურთელი რუსეთის სახელით ითამაშებდა, მაგრამ ნიკოლოზმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს დროშით ეასპარეზა.

ერთი ხანობა ნიკოლოზი მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იყო (2019 წლის 27 მაისი).

2018 წლის 29 ივლისს, გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო.

2018 წლის 7 ოქტომბერს, ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში დამარცხებით, ბასილაშვილმა კარიერაში ATP-ის მეორე ტურნირი მოიგო.

2019 წელს ჰამბურგის ტურნირი კიდევ ერთხელ მოიგო.

მას ასევე მოგებული აქვს 5 ATP-ის ჩელენჯერის და 10 ITF-ის მამაკაცთა ტურნირი ერთეულთა თანრიგში. ქართველ ჩოგბურთელს სამჯერ ჰყავს დამარცხებული რეიტინგში ტოპ-10-ის ჩოგბურთელები. დიდი სლემის ტურნირებზე ბასილაშვილს ერთხელ როჯერ ფედერერთან და ორჯერ რაფაელ ნადალთან აქვს ნათამაშები.

სწორედ როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს ასახელებს ქართველი კუმირებად. საყვარელი ტურნირი კი უიმბლდონია.

მისი საყვარელი საფარია გრუნტი და ჰარდი.

 

დიდი სლემის ტურნირები

ავსტრალია მე-3 რაუნდი (2018-19)
საფრანგეთი მე-3 რაუნდი(2017)
უიმბლდონი მე-3 რაუნდი (2015)
აშშ მე-4 რაუნდი (2018)

 

ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერის განმავლობაში დაახლოებით 5.4 მილიონ დოლარზე მეტი საპრიზო თანხა აქვს გამომუშავებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები