LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიღაც ინდოელმა კამეჩებთან სირბილისას უსეინ ბოლტის რეკორდი გააუმჯობესა (ვიდეო)

109
2775262-57327250-2560-1440

ინდოელმა მორბენალმა არაოფიციალურად დაამხო უსეინ ბოლტის რეკორდი, როდესაც კამეჩებთან ერთად დარბოდა.

ამ კაცმა 100 მეტრი 0.03 წამით უფრო მალე დაფარა.

სრინივას გაუდა – სწორედ ეს გახლავთ უსეინზე და შესაბამისად სამყაროში ყველაზე სწრაფი.

BBC-ის ინფორმაციით, სარეკორდო მიღწევა ტრადიციული კამეჩების რბოლის „კამბალას“ დროს მოხდა. სპორტსმენები 142 მეტრს ფარავენ, და თან ორ კამეჩს მართავენ. 28 წლის გაუდამ პირველი 100 მეტრი 9.55 წამში გაირბინა, რაც იამაიკელი სპრინტერის მაჩვენებელზე უკეთესია.

ბოლტმა მსოფლიო რეკორდი 2009 წელს დაამყარა.

„კამბალას“ წესებით, კამეჩებთან მორბენალმა კაცმა 132 ან 142 მეტრი უნდა დაფაროს ბრინჯის ველზე, რომელიც თან წყლითაა დაფარული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები