LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ყველაზე „ცხელი“ Toyota Yaris

89
yaris-newsw2343

Toyota–მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც „ცხელი“ GR Yaris–ია ასახული. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელს შეზღუდული ტირაჟით გამოუშვებენ, თიზერში ასახული მოდელი კი სავარაუდოდ სარბოლო სეზონისთვის მზადდება.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ სპორტქარი ჩვეულებრივი ვერსიისგან განსხვავებულია. ავტომობილი სპორტული დანაყოფის Gazoo Racing–ის მიერაა მომზადებული და მან მოზრდილი საბურავები, ახალი რადიატორის ბადე და საკმაოდ აგრესიული ვიზუალი მიიღო.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახალ Yaris–ს ბევრად უფრო მძლავრ ძრავს დაუმონტაჟებენ. შეგახსენებთ, რომ წინამორბედი მოდელი 209 ცხენის ძალის 1,8 ლიტრის მოცულობის აგრეგატითაა დაკომპლექტებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები