ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც „ტესლას“ ელექტროქარის მორიგი შეცდომაა ასახული: უპილოტო სისტემას მთვარე შუქნიშნის ყვითელი სიგნალი ეგონა და სიჩქარის დაგდება სცადა. ვიდეო „ტვიტერში“ ერთ–ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა და ილონ მასკს პრობლემის მოგვარება სთხოვა. ვიდეოს უკვე მილიონამდე ნახვა აქვს, თუმცა მასკს პასუხი ჯერ–ჯერობით არ გაუცია.

გამოცემა Autoweek–ის ინფორმაციით, დაბნეული „ტესლა“ სტანდარტული ავტოპილოტით არაა აღჭურვილი და მას გაუმჯობესებული  Full Self-Driving სისტემა აქვს. ეს კი მეორე დონის უპილოტო სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლმა საჭეს ხელი არ უნდა გაუშვას, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება შეძლოს.

ამასთან, ავტომობილი დათქმული მარშრუტისკენ დამოუკიდებლად მიემართება და პარკირებაც უპრობლემოდ შეუძლია. „ტესლამ“ შუქნიშნის სიგნალების ცნობაც იცის, თუმცა როგორც ჩანს ამ ფუნქციაზე მუშაობა ჯერ–ჯერობით დასრულებული არ არის.

ტეგები: tesla

მსგავსი თემები