LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შტატებში ავტოსალონები დაარბიეს, ათობით ავტომობილი დაწვეს და 50–ზე მეტი სპორტქარი გაიტაცეს

85
usacarfired

ამერიკის შეერთებული შტატების ბევრ ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ამ მოვლენების ფონზე მძარცველები გააქტიურდნენ და ადგილობრივი სადილერო ცენტრების დარბევა დაიწყეს. ბევრი ავტომობილი გაიტაცეს, ბევრი კი საერთოდ დაწვეს.

კალიფორნიის შტატში, ქალაქ ოკლენდში, აქტივისტები Mercedes-Benz–ის სერვის ცენტრში შეიჭრნენ. მთავარ დარბაზში გამოფენილი ახალთახალი C-Class, CLA და GLE გაანადგურეს. გარდა ამისა, მათ 150 ათასი დოლარის ღირებულების სუპერქარი Mercedes-Benz GT Coupe–იც დაწვეს.

ცოტა უფრო მეტად გაუმართლა Honda–ს დილერს, რომლის ავტოსალონსაც ერთი დღით ადრე შეუტიეს. შედეგად ვიტრინა ჩაამტვრიეს და 30 ათას დოლარად შეფასებული ახალი კროსოვერი CR-V გაიტაცეს. ვანდალებმა რამდენიმე ავტომობილი დაწვეს და ოფისში არსებული ტექნიკა მთლიანად გაზიდეს.

ყველაზე მეტად კი Chrysler Dodge Jeep–ის ავტოდილერს არ გაუმართლა. კალიფორნიის შტატში მდებარე ავტოსალონს 50 სპორტქარი მოპარეს და ლამის მილიონი დოლარით დააზარალეს.

ვანდალები ავტოსალონში შეიჭრნენ, სეიფი გატეხეს, ავტომობილების გასაღებები აიღეს და რისი მოპარვაც შეძლეს მოიპარეს, დანარჩენი კი დაწვეს. როგორც სალონის დირექტორი აცხადებს, ყველა ავტომობილი სპეციალური გადამცემითაა აღჭურვილი და ამ მომენტისთვის ქალაქის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები