LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო:  როგორ გამოიყურება სახანძრო Toyota Land Cruiser

64
toyotalandcruisernewsgst

მეორადი ავტომობილების იაპონელმა ექსპორტიორმა Pacific Coast Auto–მ უჩვეულო ლოტი წარადგინა  – სახანძრო ავტომობილი, რომელიც პიკაპი Toyota Land Cruiser–ის ბაზაზეა აგებული. სპეც–ტრანსპორტი მცირე ზომის ქალაქებში სამუშაოდაა განკუთვნილი.

სპეც–ტექნიკის შესაქმნელად 1996 წლის პიკაპი გამოიყენეს. ავტომობილი წითელ ფერში შეღებეს და მასზე ყველა საჭირო აღჭურვილობა – მათ შორის დასაკეცი კიბე და ცეცხლმაქრებიც დაამონტაჟეს. გარდა ამისა, მოდელს დამატებითი ბამპერი და ყველგანმავალის საბურავებიც დაუყენეს.

თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იაპონიის გზების უმრავლესობა საკმაოდ ვიწროა, კომპაქტური სპეც–ტექნიკა მაშველებს ხანძრის ადგილამდე მისვლას გაუმარტივებს. ავტომობილის შემქმნელების აზრით, მსგავსი სატრასნპორტო საშუალება, განსხვავებით უზარმაზარი სახანძრო ავტომობილებისგან, მცირე ზომის დასახლებებში სამუშოდ ნამდვილად იდეალურია. ასეთი სპეც–ტექნიკის მუშაობის ვადა საშუალოდ 20 წელს შეადგენს.

სახანძრო Toyota 4,2 ლიტრის მოცულობის V6 ძრავითაა უზრუნველყოფილი და 129 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აგრეგატი ხუთ–საფეხურიან „მექანიკასთან“ ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები