LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პირველ სუპერქა –კროსოვერს ჟენევაში აჩვენებენ

104
super-car-newsw343435

ატელიე GFG Style–მა, რომელიც დიზაინერ ჯორჯეტო ჯუჯაროს ეკუთვნის, 2030 წლის შოუ–ქარი შექმნა. სიახლე მთლიანად ელექტრონული ჰიპერ–ყველგანმავალი იქნება და მისი დებიუტი მომავალი წლის გაზაფხულზე, ჟენევის ავტოსალონზე შედგება.

ახალი ავტომობილი საუდის არაბეთის დაკვეთით დამზადდა და მან ეკოლოგიური ტრანსპორტის პოპულარიზაციას ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყოს. ჰიპერ–კროსოვერი რადიკალური ტრანსფორმაციის სიმბოლო გახდება და ქვეყნის იმიჯსაც შეცვლის. მოდელის ვიზუალიც ისეა შესრულებული რომ საუდის არაბეთის პეიზაჟებს ასახავს და დროშის ფერებსაც იმეორებს.

ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებობს და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ კროსოვერი ერთი დამუხტვით 365 კილომეტრს გაივლის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები