LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო : Nissan Skyline საახალწლოდ გაანათეს

115
skyline-new-year

ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც Nissan Skyline–ის უჩვეულო ტუნინგ ვერსიაა ასახული. პროექტის ავტორებმა ავტომობილი საშობაოდ გააბრწყინეს.

ავტომობილზე დიოდის განათებების დაყენება საკმაოდ სარიკსო ნაბიჯია, ერთი ის რომ გარკვეული ზღვარი არსებობს და მისი გადაცდენით ნამდვილი უგემოვნობა წარმოიქმნება, მეორე ფაქტორი კი უსაფრთხოებას შეეხება და „გაბრწყინებული“ ავტომობილი სხვა მძღოლებისთვის საშიშია.

Skyline–ის ტუნერებმა კი თითქმის იდეალური შედეგის მიღწევა შეძლეს. ბალანსი ზუსტადაა დაცული და რაღაც ძალიან მიმზიდველი და უჩვეულო შეიქმნა.

პროექტის მთავარი ელემენტი უკანა ფარებია. ავტორმა ჩვეულებრივი ფარები დიოდის განათებებით ჩაანაცვლა და ეს საკმაოდ საინტერესო ხერხით გააკეთა. საბოლოო შედეგის შეფასება თავადვე შეგიძლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები