LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ ზედმეტად სწრაფი ტრიციკლი

293
eb8b96bb62ff52a14645d34b06f2360b67e16971

კომპანია Polaris-მა წარადგინა სამსაბურავიანი Slingshot, რომელიც 2020 წლის მოდელია და პირველი „ასეულის“ განვითარება 5 წამზე ნაკლებ დროში შეუძლია. სიახლემ ორი ლიტრის მოცულობის „ატმოსფერული“ აგრეგატი მიიღო და ძრავი 180-დან 203 ცხენის ძალამდე ავითარებს. თუ ვისი დამზადებულია ძრავი, კომპანია ამ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავს.
განახლებული Slingshot არამხოლოდ ვიზუალურად შეიცვალა, არამედ 40 კილოგრამით უფრო მსუბუქიც გახდა და მისი მასა მხოლოდ 748 კგ-ია. გარდა ამისა, მან მიიღო ძრავი რომელიც არამხოლოდ „მექანიკურ“ არამედ ავტომატურ ტრანსმისიასთან ერთადაც მშვენივრად მოქმედებს. ორი ლიტრის მოცულობის აგრეგატი ორ ვარიაციაში – 190 და 203 ცხენის ძალებითაა ხელმისაწვდომი და უფრო მძლავრ ვერსიას 97 კმ/სთ-ის ასაკრეფად მხოლოდ 4,9 წამი სჭირდება. ტრიციკლის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე Polaris Slingshot 2,4 ლიტრის მოცულობის 4-ცილინდრიანი აგრეგატით იყო დაკომპლექტებული და ახალ ძრავზე 30 ცხენის ძალით უფრო სუსტი იყო.
და ბოლოს, ახალი ტრიციკლის ფასი 26 499 დოლარიდან დაიწყება, მექანიკური ვერსია – 30 999 დოლარი ეღირება, „ავტომატიკის“ ფასი კი – 32 699 დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები