LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ, ავტომობილის სალონიდან დანახული სიჩქარის რეკორდი

90
volkswagen-race-news12121

კომპანია Volkswagen-მა ელექტრონული პროტოტიპის Id.R-ის მიერ დამყარებული რეკორდის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ჩინეთის მთებში მდებარე ურთულესი ტრასის გავლას, რომელსაც „99 მოსახვევის გზასაც“ უწოდებენ, ავტომობილმა 8 წუთამდე დრო მოანდომა. ეს კი ისტორიაში ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული გზა, ჩინეთის სამხრეთში მდებარეობს და მისი სიმაღლე 1519 მეტრიდან იწყება. Volkswagen ID.R სტარტი 200 მეტრიანი ნიშნულიდან დაიწყო და 1300 მეტრზე დასრულდა. მთლიანობაში სპორტქარმა 10,906 კილომეტრი გაიარა და დისტანციის დასაფარად რეკორდული დრო დასჭირდა.

რეკორდი ოფიციალურად დაფიქსირდა, ამიტომ სამომავლოდ ეს დრო სხვა მრბოლელებისთვის საწყისი ნიშნული გახდება. რაც შეეხება მსვლელობას, სპორტქარის სალონში კამერა იყო დაფიქსირებული და ყველაფერი დეტალურადაა გადაღებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები