LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მამამ შვილს ოცნება აუხდინა და 3D პრინტერზე დაბეჭდილი Lamborghini აჩუქა

89
3de21a4d52fcd6c8a94bfb5d9faf044c06f4ff6e

ამერიკელმა ფიზიკოსმა ტერლინგ ბეკუსმა სამსახურეობრივი პრინტერი გამოიყენა და თავისი შვილისთვის სუპერქარი დაბეჭდა.

Lamborghini Aventador-ს პრემიერა 8 წლის წინ შედგა, თუმცა მისი დიზაინი დღემდე აღფრთოვანებას იწვევს. მოდელი ბავშვებსა თუ ზრდასრულებს ერთნაირად მოსწონთ და მის მიღებაზე ოცნებობენ. პრობლემა კი ისაა, რომ „ავენტადორის“ ყველაზე უბრალო ვერსია მინიმუმ 400 ათასი დოლარი ღირს.

ამერიკელმა ფიზიკოსმა გადაწყვიტა რომ დიდად არ დახარჯულიყო და სუპერქარი საკუთარი ხელით გაეკეთებინა.

Lamborghini Aventador-ის შექმნის იდეა ფიზიკოსის 11 წლის შვილს მოუვიდა. მამამაც გადაწყვიტა, ბიჭუნასთვის გული არ ეტკინა და 6 თვიანი მუშაობის შემდეგ მისი ოცნება რეალობად აქცია. სუპერქარის ასლის შექმა ოჯახს 20 ათასი დოლარი დაუჯდა.

მოდელის ვიზუალი 3D პრინტერშია დაბეჭდილი. რაც შეეხება ძრავს, ნამდვილი Lamborghini-ს აგრეგატი მამამ ვერ იშოვა, ამიტომ თავის სუპერქარს Chevrolet Corvette-ს  5,7 ლიტრის მოცულობის V8 ძრავი დაუმონტაჟა.

https://motor.ru/news/3d-printed-aventador-12-10-2019.htm

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები