LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Lamborghini–ს პირველი ჰიპერქარის კადრები გავრცელდა

49
lamborghini-svr-new

კომპანია Lamborghini–ს ახალი სარბოლო ჰიპერქარის ჩვენება სურდა და ქსელში ვითომ ჩუმად გადაღებული კადრები გაავრცელა. ორკარიანი მოდელის ტესტ–დრაივი იტალიაში, კარანტინის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრეა გადაღებული.

ოფიციალურ დოკუმენტებში ჰიპერქარი Lamborghini V12 სახელით ფიგურირებს, თუმცა ადრე ვარაუდობდნენ რომ მას Aventador SVR–ს დაარქმევდნენ.

კუპე საგზაო მოდიფიკაციის SVJ–ის ბაზაზეა აწყობილი და 830 ცხენის ძალამდე ფორსირებული V12 აგრეგატითაა აღჭურვილი.

ინსაიდერები ვარაუდობენ, რომ სიახლე ეს იქნება უკანასკნელი არაჰიბრიდული Lamborghini და მომავალში ბრენდი პროფილს მთლიანად შეიცვლის.

ცხელი ჰიპერქარი მხოლოდ 40 ეგზემპლარად გამოვა და მისი დებიუტი წლის ბოლომდე შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები