LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Ford–მა ელექტრონული Transit–ის პრემიერის თარიღი დაასახელა

53
fortdtransit2010

კომპანია „ფორდმა“ ახალი ფურგონის Transit–ის ვიდეოთიზერი გამოაქვეყნა და პრემიერის თარიღიც დაასახელა. სიახლეს საზოგადოება 12 ნოემბერს იხილავს, ბაზარზე კი ის მხოლოდ მომავალი წლიდან გამოვა.

მოკლე ვიდეოში „ფორდმა“ ელ–ქარის დაბურული სილუეტი გადაიღო და როგორც ჩანს, სიახლე ბენზინის ვერსიისგან დიდად განსხვავებული არ იქნება.

ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ფურგონი რამდენიმე მოდიფიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი, გარდა ამისა კორპორატიული კლიენტები დამატებით ციფრულ სერვისებსაც მიიღებენ. რაც შეეხება E-Transit–ის აგრეგატს, კომპანიამ დეტალების გამხელისგან ჯერ–ჯერობით თავი შეიკავა.

Ford E-Transit მთელი სამოდელო ხაზის ელექტროფიკაციის გეგმის ნაწილი გახდება და კომპანიას ამ გეგმისთვის 11,5 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი. „მწვანე“ ფურგონი ისეთ მოდელებს შეურთდება როგორიცაა პიკაპი F-150 და კროსოვერი Mustang Mach-E.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები