LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ელექტრონულმა Kia Soul–მა გამოცდა ვერ ჩააბარა

62
kia201030

ესპანურმა გამოცემა km77.com–მა „მოსახვევების ტესტი“ ჩაატარა და ამჯერად გამოცდის ჩაბარება Kia Soul–ის ელექტრონულ ვერსიას მოუხდა. მოდელი ევროპაში e-soul–ის სახელით იყიდება.

ტესტის დროს ელექტრომობილმა სერიოზული გაუმართაობა აჩვენა, მოხვევისას ის ძალიან ხისტი იყო.

„მოსახვევების ტესტს“ იმისთვის ატარებენ, რომ შეამოწმონ თუ რამდენად მყარია ავტომობილი მკვეთრი მანევრების დროს, მაგალითად მაშინ როცა გზაზე უეცრად წინაღობა წარმოიქმნება და მას გვერდი უნდა აუაროს. ტესტის ფარგლებში ტრასაზე კონუსებს აწყობენ და მოდელმა მათ შორის სხვადასხვა სიჩქარით უნდა გაიაროს, კარგ შედეგად ითვლება თუკი ავტომობილი კონუსებს 77 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების დროს საერთოდ არ შეეხება.

ელექტრონული e-Soul საკმაოდ მანევრირებადი აღმოჩნდა, თუმცა ერთი ნაკლიც აღმოაჩნდა. ყოველი მოხვევის დროს მოდელი კონუსებს ეჯახებოდა. ცდის ჩატარება მხოლოდ 68 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების დროს მოხერხდა.

ავტომობილის ღირსებებს შორის კი ჟურნალისტებმა სტაბილიზაციის სისტემის კარგი მუშაობა აღნიშნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები