LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Bentley–მ ყველასათვის საყვარელი Bentyaga-ს აწყობის პროცესი დრონით გადაიღო

86
bentley

კომპანია Bentley–მ სარბოლო დრონის დახმარებით Bentayga Speed–ის წარმოება გადაიღო. ვიდეო სულ ორ წუთიანი გამოვიდა, თუმცა რეალურად ერთი კროსოვერის შექმნას 127 საათი სჭირდება.
ვიდეო ინგლისში, მწარმოებლის მთავარ ქარხანაშია გადაღებული და მასში დეტალურად ჩანს თუ როგორ იქმნება ხის პანელები, სალონის ტყავის გაფორმება, იღებება ძარა და იწყობა ძრავი W12 6.0.
ნედლი ნაწარმისთვის გარკვეული სახის მიცემას 10 საათი სჭირდება, დეკორატიული ელემენტები ხის ფირფიტებისგან მზადდება. ერთი კროსოვერის სალონს მინიმუმ 14 ხარის ტყავი სჭირდება და მათ შეკერვაზე 8 საათს ხარჯავენ.
იმისათვის რომ Bentayga Speed შესაძლო 87 ფერიდან ერთ–ერთით შეღებონ – 24 საათია საჭირო. W12–ის აწყობას დამატებით 13,4 საათი სჭირდება. თითოეული აგრეგატი 294 ელემენტისგან შედგება და 635 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
„ბენტლის“ ძრავებს 30 კაციანი გუნდი აწყობს. მთლიანობაში კი კროსოვერს მინიმუმ 230 ადამიანი დასტრიალებს და სამუშაოებზე 19 საათი იხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები