LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Audi RS, Porsche Macan თუ Alfa Romeo Stelvio – რომელი სუპერქარია უფრო მაგარი

80
drugracenews

Youtube-არხმა carwow–მ სამი საშუალო ზომის კროსოვერის– ახალი Audi RS Q3 Sportback–ის, განახლებული Porsche Macan Turboსა და Alfa Romeo Stelvio Quadrifoglio–ს ერთმანეთთან შეჯიბრება გადაწყვიტა. ტრადიციის მიხედვით მონაწილეები დრეგ–რბოლაში, პარალელურ სვლასა და ეფექტურ დამუხრუჭებაში გამოსცადეს.

Alfa Romeo Stelvio Quadrifoglio – მოწინააღმდეგეთა შორის ყველაზე ძვირადღირებული და თან მძლავრია. იტალიური კროსოვერი „ტურბო –ექვსიანი“ 2.9 ძრავითაა აღჭურვილი და 510 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. მასა – 1830 კილოგრამია, ფასი კი  – 69,5 ათასი ფუნტი სტერლინგი.

განახლებული Porsche Macan Turbo 2,9 ლიტრის მოცულობის V6 ძრავით აღჭურვეს, თუმცა აგრეგატი ნაკლებად მძლავრია და მხოლოდ 440 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ასევე, “პორშე” Alfa Romeo–ზე 200 კგ–ით უფრო მძიმეა, მისი ფასი კი 68,5 ათასი დოლარია.

და ბოლოს, Audi RS Q3 Sportback მხოლოდ 51,6 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირს და „ტურბო–ხუთიანითაა“ დაკომპლექტებული. გარდა დაბალი ფასისა, „აუდის“ საკმაოდ შემცირებული წონაც აქვს, მისი მასა მხოლოდ 1700 კილოგრამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები