LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ამერიკელმა ძვირადღირებული Chevrolet Corvette იქირავა და დაამტვრია

52
corvettcrashbews

ავტომობილების გაქირავების ამერიკულმა სალონმა Adventure Drives გაავრცელა ინფორმაცია უიღბლო მძღოლის შესახებ, რომელმაც ძვირადღირებული Chevrolet Corvette Z06 Convertible დაამტვრია. კლიენტს სალონში თავიდანვე ეჭვის თვალით შეხედეს, რამეთუ ის ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა მძლავრი სპორტქარი მაინც ანდეს.

საქმე ისაა, რომ უარის თქმის მიზეზი დილერს უბრალოდ არ ქონდა და მძღოლს მხოლოდ რამდენიმე ინსტრუქცია მისცა. ახალგაზრდა გააფრთხილეს რომ როდსტერი ზედმეტად სწრაფი იყო და მისი მართვის დროს ყურადღება გამოეჩინა.

თუკი იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა კაბრიოლეტი რამდენიმე საათის შემდეგ, მძღოლმა რჩევები სავარაუდოდ, არ გაითვალისწინა. Corvette სერიოზულ ავარიაში მოხვდა – ავტომობილის წინა ნაწილი მთლიანად განადგურდა, უკანა მხარე დაკაწრულია, უსაფრთხოების ბალიშებიც გაიხსნა.

სალონმა სპორტქარის სარემონტო სამუშაოები 20–25 ათას დოლარად შეაფასა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები