LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალმა Skoda–მ და Tesla–მ კრაშ–ტესტები წარმატებით გაიარეს

80
test-crash-news

ევროპულმა ორგანიზაცია EuroNCAP–მა კრაშ–ტესტების ახალი სერია ჩაატარა და ელექტროქარები – Porsche Taycan და Tesla Model X, ასევე ახალი თაობის Skoda Octavia შეამოწმა. სამივე მოდელმა მაქსიმალური 5 ქულა დაიმსახურა.

შემოწმებულ ავტომობილთა შორის აბსოლიტური რეკორდსმენი ამერიკული Tesla Model X გახდა. მის შემთხვევაში მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოება 98%–ითაა დაცული. შეგახსენებთ, რომ უფრო მაღალი შედეგის დაფიქსირება მხოლოდ Mazda CX-30–მა შეძლო. ავტომობილი ოქტომბერში დატესტეს და მან 99% დაიმსახურა. ეს კი Euro NCAP–ის კვლევების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Skoda Octavia–ს ახალი თაობის ელ–მობილში მგზავრისა და მძღოლის უსაფრთხოება 92%–ითაა დაცული, „პორშეს“ შემთხვევაში კი მაჩვენებელი – 85%–ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები