LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალმა Ford Bronco–მ აშშ–ს ყველაზე რთული მარშრუტი გაიარა

40
fordbrancnewsgst

კომპანია Ford–მა ახალი Bronco მთიანი მასივის ექსტრემალურ პირობებში გამოსცადა. ყველგანმავალის ახალი თაობა ამჯერად ერთ–ერთი ყველაზე ექსტრემალური მარშრუტის Hell’s Revenge–ის დასალაშქრად გაუშვეს.

ცდებში ყველგანმავალის სხვადასხვა მოდიფიკაცია მონაწილეობდა. ვიდეოში მოხვდა Bronco მსუბუქი სახურავით, უფრო მაგარი სახურავით, ასევე ეგზემპლარი რომელსაც გვერდითი სარკეები და კარებები არ ქონდა.

ავტომობილი მკვეთრ აღმართზე გადაადგილდებოდა და გზად უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა. ყველაზე რთული კი V–ს ფორმის კანიონის გავლა იყო, რომელიც ფაქტობრივად 90 გრადუსით დახრილია. ზოგიერთ მონაკვეთზე „ბრონკო“ მიწას ფაქტობრივად აღარ ეხებოდა, თუმცა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

უცნობია, თუ რამდენად სერიოზულად დაზიანდა ყველგანმავალი ცდების დროს. თუმცა, გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ რთული გზის დალაშქვრას უკვალოდ არ ჩაუვლია.

მიუხედავად ამისა, ინჟინერებს სჯერათ რომ მსგავსი ტესტები პოტენციულ მყიდველებს ახალი კროსოვერის შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები