LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 100 წლოვანი Ford–ების უდიდესი კოლექცია მიტოვებული ფარეხიდან

34
oldfordnews

YouTube არხზე Classic Car Rescue, გამოაქვეყნეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც აშშ–ს ტერიტორიაზე, მიტოვებ ავტოფარეხშია გადაღებული. ვიდეოს ავტორმა მსოფლიოში ყველაზე დიდ მიტოვებული „ფორდების“ კოლექციას მიაგნო. თუ ვის ეკუთვნის ასეთი მასშტაბური კოლექცია უცნობია. თუკი გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად კარგ მდგომარეობაშია 100 წლოვანი ავტომობილები შენახული, ფაქტია რომ მათი პატრონი დროსა და ენერგიას არ ზოგავდა.

გამოქვეყნებულ კადრებზე 50–ზე მეტი Ford Model A, Model T და რამდენიმე Model B გადაღებული, ამ ავტომობილებს ამერიკული კომპანია გასული საუკუნის 30–იან წლებში უშვებდა. ფარეხში იპოვეს ორ და ოთხკარიანი სამგზავრო ვერსიები, კაბრიოლეტები, ასევე სატვირთო და კომერციული მოდიფიკაციები. წარმოდგენილი ეგზემპლარები მე–20 საუკუნის პირველ ნახევარში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მიუხედავად სოლიდური ასაკისა, მანქანების უმრავლესობა მშვენიერ მდგომარეობაშია. ზოგიერთი ავტომობილი ისე გამოიყურება, თითქოს კონვეიერიდან სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა, ამასთან ყველა მოდელმა ძველი სანომრე ნიშანი შეინარჩუნა.

თუ სად ინახება კოლექცია და ვინაა მათი მფლობელი დიდ საიდუმლოს წარმოადგენს. ერთი რამ კი ნათელია, მეპატრონე კოლექციასთან გამომშვიდობებას ნამდვილად არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები