LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერაფერს ვიტყვი: თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში გადასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა

138
72045326-3053275008076480-4748311552338165760-o

საქართველოს საუკეთესო კალათბურთელის თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ქართულ სოცქსელებში, როგორც მოსალოდნელი იყო, განსხვავებული კომენტარები გავრცელდა. ერთი ნაწილი წმინდა სპორტულ მხარეს აქცევდა ყყურადღებას და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მისვლას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდეს. თუმცა ბევრს ბუნებრივია არ ესიამოვნა ქრთველის რუსული არმიის გუნდში გადასვლა. თორნიკეს შესახებ რუსული სპორტული (არა მარტო სპორტული) პრესაც საკმაოდ ბევრს წერდა.

თუმცა დღეს გავრცელდა თავად შენგელიას კომენტარი, რომელმაც აღნიშნა, რომ “ბასკონიადან” წასვლას არ აპირებს:

“ვერაფერს ვიტყვი ცსკა-ზე, “ბასკონიასთან” ორი წელი კიდევ მაქვს კონტრაქტი. 100%-ით კონცენტრირებული ვარ ჩემს გუნდში მუშაობაზე. ჩემი გონება მხოლოდ აქ არის”, – აღნიშნა ქართველმა კალათბურთელმა.

ამ სეზონში შენგელია ევროლიგის მატჩებში საშუალოდ 15.9 ქულას, 5.6 მოხსნას და 2.9 გადაცემას აგროვებდა.

ესპანეთის ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით მალე განახლდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები