LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაისმა შემადგენლობა ჩამოწერა: პატარები პატარებს დაუთმეს

99
KJR-0242

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრას თბილისში გამართავს. ჩვენი გუნდი 12 ოქტომბერს, დინამო არენაზე, ირლანდიას დაუპირისპირდება. 15 ოქტომბერს მეტოქე სტუმრად გიბრალტარი იქნება.

საქართველო მატჩებისთვის შეკრებას თბილისში 7 ოქტომბერს იწყებს. ეროვნული გუნდი სასტუმრო “ჰუალინგში” განთავსდება და საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი, “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე შედგება. უახლოესი ორი შეხვედრისთვის, ვლადიმირ ვაისმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

 

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია კიდევ რვა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ლუკა ზარანდია (ზულტე-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ლევან კუტალია (დინამო თბილისი).

 

რასაკვირველია, შემადგენლობაში ტრადიციულად ვხვდებით უთამაშებელ ფეხბურთელებს. მაგალითად, რთულია მოიძიო ის თარიღი ბოლოს როდის ითამაშა ფეხბურთი ჯანო ანანიძემ. ბუნებრივია აქ არ იგულისხმება ნაკრებში ჩატარებული მატჩები.

ამასთან, რა შეხსენება უნდა და ირლანდია ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი მეტოქეა. მართალია, ბრიტანელებს მარტივად არასოდეს მოუგიათ, მაგრამ სამაგიეროდ მუდმივად გვიგებენ.

ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ 19 წლის ლევან ხარაბაძე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს შეუერთდება. “ციურიხის” ქართველი ლეგიონერი, 11 ოქტომბერს შვეიცარიაში დაგეგმილი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ყაზანის “რუბინის” 18 წლის შემტევები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია კი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად, 9-15 ოქტომბერს უნგრეთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

 

12 ოქტომბერი, 17:00
საქართველო – ირლანდია

15 ოქტომბერი 22:45
გიბრალტარი – საქართველო

 

საქართველო-ირლანდიის, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დაწყებულია.
გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, tkt.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები