LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

unisex-ტუალეტი: ხალხი თავად ირჩევდა ტუალეტში შესვლისას კაცი შეამოწმებდა თუ ქალი

141
D2HQf5UX0AAPApm

გერმანია-სერბეთის მატჩზე გენდერ-ნეიტრალური ტუალეტები ამოქმედდა. ამხანაგური მატჩის მასპინძელ ”ფოლკსვაგენ არენაზე”, რომელიც ვოლფსბურგში მდებარეობს, ფანებს სიურპრიზი მოუწყვეს.

გერმანელი ჟურნალისტის, ფელიქს ტამსუტის ინფორმაციით, მატჩის მიმდინარეობისას დამსწრეებს შეეძლოთ სპეციალური unisex საპირფარეშოებით ესარგებლათ. აღნიშნულ საპირფარეშოებში შესვლა ერთდროულად შეეძლოთ ქალებს და კაცებს.

გარდა ამისა, სტადიონზე შესვლისას საკონტროლო პუნქტზე გულშემატკივრები თავად ირჩევდნენ ქალ კონტროლიორს შეემოწმებინა თუ მამაკაცს. აღნიშნული ნორმა სპეციალურად ტრანსგენდერებისთვის შემოიღეს.

 

 

გერმანია-სერბეთის ამხანაგური მატჩი 1:1 დასრულდა. გოლები ლეონ გორეცკამ და ლუკა იოვიჩმა გაიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები